• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • ერაზმუს+-ის გაცვლითი პროგრამები 2023 წლის შემოდგომის სემესტრისთვის

    19 თებერვალი, 2023

    ერაზმუს+-ის გაცვლითი პროგრამები 2023 წლის შემოდგომის სემესტრისთვის

    საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის  საერთაშორისო ურთიერთობების და განვითარების დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს 2023  წლის შემოდგომის სემესტრის ერაზმუს+ პროგრამებზე, შემდეგ უნივერსიტეტებში:

    შენიშვნა: ერაზმუს+ ძირითადი სტიპენდიის გარდა, ზოგიერთ შემთხვევაში, დამატებით განსაზღვრულია ყოველთვიურად 250 ევროს ოდენობის დახმარება შემდეგი კატეგორიის პირთათვის:

    • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (შშმპ);

    • ქრონიკული დაავადების მქონე პირი; (როდესაც დაავადება დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან საზღვარგარეთ ყოფნისას);

    • სტუდენტი, რომელსაც საზღვარგარეთ სწავლის პერიოდში თან უნდა ახლდეს ბავშვი; 

    • სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე სტუდენტი;

    ამ შემთხვევაში, სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი სტატუსის/ვითარების დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა/დოკუმენტი ინგლისურ ენაზე, ან/და ქართულიდან ინგლისურზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი (სკანირებული  PDF   ვერსია); 

    კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით (GPA არანაკლებ 3.0-ისა);  

    იხილეთ სააპლიკაციო ფორმა (დანართი 1)

    საბუთების მიღების ბოლო ვადა2023 წლის 6 მარტი, 19:00 საათი;

    დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით  ელ-ფოსტის საშუალებითn.bakradze@gipa.ge ან მითითებულ ნომერზე: 577 57 75 11

    არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!