საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების და განვითარების დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ GIPA-ს დოქტორანტურის სტუდენტებს ნებისმიერი სასწავლო მიმართულებიდან.
კონკურსის შედეგად შეირჩევა 1 სტუდენტი.
ERASMUS + - ის გაცვლითი პროგრამის კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ:
- იმ სტუდენტებს, რომლებსაც ერიცხებათ ფინანსური დავალიანება უნივერსიტეტის მიმართ;
- იმ სტუდენტებს, ვის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური სახდელი და დისციპლინური სახდელის დაკისრებიდან არ არის გასული 1 (ერთი) წელი, ან დისციპლინური სახდელი არ არის ვადაზე ადრე მოხსნილი.
- იმ სტუდენტებს, რომლებსაც ანალოგიურ საფეხურზე სწავლის პერიოდში უკვე მიღებული აქვთ ERASMUS + - ის გრანტი;
ERASMUS + - ის გაცვლითი პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს:
- პასპორტის ასლი;
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (დანართი1)-ის შესაბამისად);
- უცხო ენის (ინგლისური ან ესპანური) ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი ან GIPA-ს ენის ინსტიტუციური ტესტირების შედეგი/ცნობა);
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული დიპლომის ასლი;
- მაგისტრის დიპლომის დანართი/ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
- ცნობა PhD სტუდენტის სტატუსის შესახებ (სემესტრის მითითებით, ინგლისურ ენაზე);
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
- სასწავლო ხელშეკრულება (ამ ეტაპზე, შეავსეთ მხოლოდ „Research project description “);
PhD სასწავლო მიმართულებების ჩამონათვალის ნახვა შესაძლებელია ამ მბულზე:
https://www.usc.gal/en/studies/doctoral-programme
საკონკურსო კომისიის მიერ ERASMUS + - ის გაცვლითი პროგრამის კონკურსში სტუდენტების შერჩევის დროს მხედველობაში მიიღება:
- სტუდენტის აკადემიური მოსწრება;
- უფიქსირდება, თუ არა სტუდენტს არადამაკმაყოფილებელი (F) შეფასება;
- სტუდენტის ინგლისური ენის ცოდნის დონე;
- უფიქსირდება, თუ არა სტუდენტს მისი კანდიდატურის განხილვამდე უნივერსიტეტში ანალოგიურ საფეხურზე სწავლის პერიოდში გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამაში, მათ შორის ERASMUS + - ის გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობა;
- სტუდენტის მოტივაცია, რომელსაც საკონკურსო კომისია ამოწმებს კანდიდატთან გასაუბრების დროს;
შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ინგლისურ ენასთან ერთად ასევე ფლობენ ესპანურ ენას (საბაზო დონეზე).
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
ერთი სემესტრი (2023 წლის გაზაფხულის სემესტრი: თებერვალი - ივნისი)
სტიპენდია მოიცავს:
ყოველთვიური სტიპენდია 850 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება - 820 ევროს ოდენობით
შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 23 სექტემბრის 19:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ საკონკურსო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგ ელ-ფოსტაზე: n.bakradze@gipa.ge
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ-ფოსტის საშუალებით: n.bakradze@gipa.ge ან მითითებულ ნომერზე: 577 57 75 11
არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!