საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი GIPA აცხადებს მიღებას საბაკალავრო
საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა სარეგისტრაციო ბმული - https://lmb.gipa.ge/register/index.html
რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონულად - 01 სექტემბრიდან 10 სექტემბრის (18:00) ჩათვლით.
რეგისტრაციისათვის სტუდენტმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი;
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
- 1 ფოტოსურათი ზომით ¾;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის);
- სწავლის წლიური გადასახადის 25%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. თუ აბიტურიენტს მოპოვებული აქვს სასწავლო გრანტი, მის მიერ რეგისტრაციამდე გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული საფასურისა და გრანტის სხვაობის მეოთხედს.
ხელშეკრულების გაფორმება:
მას შემდეგ, რაც სტუდენტი გაივლის ონლაინ რეგისტრაციას, ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა გამოცხადდეს უნივერსიტეტში 13, 14, 15 ან 16 სექტემბერს, 11:00-17:00 შუალედში.
სამართლის და პოლიტიკის სკოლა: თბილისი, გურამ ფანჯიკიძის ქ. #1/პეკინის გამზირი #42ა
- სამართალი
- საერთაშორისო ურთიერთობები
ჟურნალისიტიკისა და მედიამენეჯმენტის კავკასიური სკოლა: თბილისი, მარი ბროსეს ქ. #2
- აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნება
- ციფრული მედია და კომუნიკაცია
მმართველობის სკოლა: თბილისი, იეთიმ გურჯის ქ. #9
- ბიზნესის ადმინისტრირება
სოცილურ მეცნიერებათა სკოლა: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. #101
- პოლიტიკის მეცნიერებები
- ეკონომიკა
- ფსიქოლოგია
- სოციოლოგია
- სოციალური მეცნიერებები
ხელშეკრულების გაფორმებისას სტუდენტმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა ან პასპორტი.
იმ პირველკურსელს, რომელიც ხელშეკრულების გაფორმების დღისთვის არ იქნება სრულწლოვანი (18 წლის) თან უნდა ახლდეს მშობელი, ან მინდობილი პირი რომელიც ხელს მოაწერს ხელშეკრულებას (ადგილზე უნდა წარმოადგინოს ნოტარიულად დამოწმებული შესაბამისი დოკუმენტაცია).