• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • გაცვლითი პროგრამა ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტში

    09 თებერვალი, 2021

    გაცვლითი პროგრამა ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტში

    საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების  და განვითარების დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 2 საუკეთესო სტუდენტის შესარჩევად.

     

    გაცვლით საგანანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ აქტიური სტატუსის მქონე:

    ბაკალავრიატის საფეხურის იმ სტუდენტებს, რომლებსაც გავლილი აქვთ შესაბამისი საგანანმანათლებლო პროგრამის I-II სემესტრით გათვალისწინებული საგნები და დაგროვილი აქვთ შესაბამისი კრედიტები;

     

    გაცვლით საგანმანთლებლო პროგრამის კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ:

    • იმ სტუდენტებს, რომლებსაც ერიცხებათ ფინანსური დავალიანება უნივერსიტეტის მიმართ;
    • იმ სტუდენტებს ვის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური ღონისძიება.

     

    გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტმა უნდა  წარმოადგინოს:

    • პასპორტის ასლი;
    • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (დანართი N1-ის შესაბამისად);
    • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS -  6.0;  TOEFL - 78) ან სხვა შესაბამისად აღიარებული B2 დონის სერტიფიკატი. სერტიფიკატის წარმოდგენისგან თავისუფლდებიან ის სტუდენტები, რომელთაც უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი აქვთ ინგლისური ენის B2 დონის შესაბამისი კურსი და მიღებული აქვთ დადებითი შეფასება;
    • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე, GPA-ის მითითებით); 
    • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);



    საკონკურსო კომისიის მიერ გაცვლითი საგანანმანათლებლო პოროგრამის კონკურსში სტუდენტების შერჩევის დროს მხედველობაში მიიღება:

    • სტუდენტის აკადემიური მოსწრება (მათ შორის ინგლისურენოვანი საგნების არჩევის გამოცდილება ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    • უფიქსირდება, თუ არა სტუდენტს არადამაკმაყოფილებელი  (F) შეფასება;
    • უფიქსირდება, თუ არა სტუდენტს მისი კანდიდატურის განხილვამდე უნივერსიტეტში ანალოგიურ საფეხურზე სწავლის პერიოდში გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამაში, მათ შორის ERASMUS + - ის გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობა; 
    • სტუდენტის მოტივაცია, რომელსაც საკონკურსო კომისია ამოწმებს კანდიდატთან გასაუბრების დროს;

     

    კრედიტების აღიარება: არიზონის უნივერსიტეტში აღებული კრედიტების აღიარება მოხდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის შესაბამისი სასწავლო პროგრამის ფარგლებში. სავალდებულოა ერთ სემესტრში მინიმუმ 12 ამერიკული კრედიტის აღება.

     

    შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მასპინძელ უნივერსიტეტში სასურველი საგნების შესარჩევად სტუდენტებმა წინასწარი კონსულტაცია უნდა გაიარონ GIPA-ს შესაბამისი პროგრამის კოორდინატორთან, ხელმძღვანელთან ან/და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან.

     

    ამერიკაში სწავლის ხანგრძლივობა
    ერთი სემესტრი (2021 წლის შემოდგომის სემესტრი: 23 აგვისტო10 დეკემბერი)

     

    სასწავლო განრიგის, საგნების ჩამონათვალის, აშშ-ში ცხოვრების, კვების , დაზღვევისა და სხვა ხარჯებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია მიმაგრებულ ფაილში:

    Information Sheet Student Exchange 2021/2022

     

    სწავლის საფასური:

    ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტთან გაფორმებული პარტნიორობის ფარგლებში, 2021 წლის შემოდგომის სემესტრში GIPA-ს სტუდენტებს არ მოუწევთ ამერიკაში სწავლის საფასურის გადახდათუმცა, შერჩეულმა სტუდენტებმა უნდა დაფარონ GIPA-ში  მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასური. 

    შენიშვნა: შერჩეულმა სტუდენტებმა თავად უნდა დაფარონ საერთაშორისო მგზავრობის, სავალდებულო სტუდენტური გადასახადი, ბინის დაქირავების, კვების, წიგნების, სავიზო მოსაკრებლისა და სავალდებულო დაზღვევის ხარჯები!

    დაინტერესებულმა სტუდენტებმა / 19 თებერვლის 23:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ საკონკურსო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი  შემდეგ ელ-ფოსტაზე: n.bakradze@gipa.ge

    დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით  ელ-ფოსტის საშუალებითn.bakradze@gipa.ge ან მითითებულ ნომერზე: 577 57 75 11

    არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!