9 ოქტომბერს GIPA-ს საჯრო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტების ონლაინ შეხვედრა ბექა ნაცვლიშვილთან.
საუბარი შეეხო საკანონმდებლო ინიციატივას,რომელიც გულისხმობდა ''საქართველოს შრომის კოდექსსა'' და ''ორგანულ კანონში'' ცვლილების შეტანას.
დეპუტატმა ზოგადად ისაუბრა ''შრომითი ურთიერთობის'' ცნების განმარტებაზე და მინიმალური ხელფასის ოდენობის განსაზღვრის აუცილებლობაზე.
შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო დეპუტატის მიერ წარდგენილ მეორე კანონპროექტზე, რომელიც ეხებოდა საპენსიო სისტემას და დაგროვებითი პენსიის
მოდელის უპირატესობას.