ა(ა)იპ ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში 2020–2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის სამაგისტრო პროგრამებზე მიღების გამოცხადების, მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების, მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების თარიღების შესახებ“ ა(ა)იპ ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორის 2020 წლის 17 აგვისტოს N 01-20/123 ბრძანებაში ცვლილების განხორციელების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილს №227 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ, ა(ა)იპ ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის წესდების, უნივერსიტეტის დებულებისა და სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესების საფუძველზე
ვბრძანებ:
შევიდეს ცვლილება „ა(ა)იპ ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში 2020–2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის სამაგისტრო პროგრამებზე მიღების გამოცხადების, მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების, მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების თარიღების შესახებ“ ა(ა)იპ ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორის 2020 წლის 17 აგვისტოს N 01-20/123 ბრძანებაში, კერძოდ ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
-
„2. 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველი მაგისტრანტობის კანდიდატების რეგისტრაცია განხორციელდეს 2020 წლის 17 აგვისტოდან 2020 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით.“