გამოცხადდა მიღება სადოქტორო პროგრამაზე

04 აგვისტო, 2020

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ( GIPA ), სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამა აცხადებს მიღებას შემდეგ პროგრამებზე:

  • საჯარო მმართველობა
  • პოლიტიკური მეცნიერებები
  • ფსიქოლოგია

პროგრამებზე საბუთების შემოტანა შეუძლიათ კანდიდატებს, ვისაც მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი სოციალური მეცნიერებების შემდეგ ქვედარგებში ფსიქოლოგია, პოლიტიკური მეცნიერებები, საერთაშორისო ურთიერთობები ან სხვა მომიჯნავე დარგი, ან ფლობენ მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს. გამონაკლისი დაიშვება სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვლევის გამოცდილების და შესაბამისი კვალიფიკაციის შეფასების მიხედვით.

სადოქტორო პროგრამაზე სწავლის მსურველი ადმინისტრაციასთან წარმოადგენს შემდეგ საბუთებს:

  • შევსებულ სააპლიკაციო ფორმას
  • პროფესიულ ბიოგრაფიას (CV)
  • აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლს, (სავალდებულოა სამაგისტრო დიპლომი გაცემული იყოს დარგში, რომელშიც მომავალი დოქტორანტი სადისერტაციო ნაშრომის დაწერას აპირებს. გამონაკლისია საჯარო მმართველობა), უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარების უფლებამოსილება აქვს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს)
  • მაგისტრის დიპლომის დანართს და ნიშნების ფურცელს
  • პირადობის მოწმობის ასლს
  • ერთ ფოტოსურათს 3X4 - ზე
  • სადოქტორო კვლევის საკითხის აღწერას.  (1000 სიტყვა)
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ B2 დონის საერთაშორისო სერტიფიკატს. (თუ ასეთი არ არსებობს, ჩააბარებს შიდა გამოცდას ინგლისურ ენაში) ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან კანდიდატები, ვისაც ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამა აქვთ დამთავრებული საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.
  • დოქტორანტობის კანდიდატი, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული, წარმოადგენს ქართული ენის B2 დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან ჩააბარებს გამოცდას ქართულ ენაში.

კანდიდატები პროგრამაში ჩაირიცხებიან გასაუბრების საფუძველზე დარგობრივ  კომისიასთან,

გასაუბრებისას მხედველობაში მიიღება:

ა) შერჩეული საკვლევი საკითხის აქტუალობა და სამეცნიერო სიახლე

ბ)  გამოქვეყნებული ან დასაბეჭდად მიღებული სამეცნიერო ნაშრომების არსებობა;

გ)  სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა;

დ) სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა აქტივობები

 

საბუთების მიღება

3 აგვისტოდან 18 სექტემბრის ჩათვლით, დოკუმენტები შესაძლებელია გადმოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით, მისამართზე n.tchigvaria@gipa.ge, ან მოიტანოთ უნივერსიტეტში.

მის: იეთიმ გურჯის ქ N 9. 

 

პროგრამის ღირებულება

პროგრამაზე სწავლის ღირებულებაა 2800 ლარი წელიწადში. გადახდა ხდება წელიწადში ორჯერ, დეკემბერსა და ივნისში, შესაბამისად წლიური გადასახადი იყოფა ორ ნაწილად.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:


პროფ. ნათია ჭიღვარია  

ელ.ფოსტა: n.tchigvaria@gipa.ge 

მობ: +995 595 65 95 56