• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • ონლაინ ლექცია - „არაკომერციული მენეჯმენტი და არასამთავრობო სექტორი გერმანიაში“

    16 ივნისი, 2020

    ორშაბათს, 8 ივნისს GIPA-ს საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის ორგანიზებით  ჰამბურგის უნივერსიტეტის პროფესორ Silke Boenigk-ის საჯარო ლექცია გაიმართა სახელწოდებით: „არაკომერციული მენეჯმენტი და არასამთავრობო სექტორი გერმანიაში“.

    მოგეხსენებათ GIPA-ს და ჰამბურგის უნივერსიტეტს მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებთ აკადემიურ სფეროში, როგორც სტუდენტების გაცვლის, ასევე პროფესორებისა და მკვლევარების მობილობის კუთხით.

    Prof. Silke Boenigk გახლავთ ჰამბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, არაკომერიული მენეჯმენტისა და არაკომერციული მარკეტინგის ექსპერტი. კერძოდ, იგი სპეციალიზებულია დონორებთან ურთიერთობების მარკეტინგის, სისხლის დონორთა მარკეტინგის და ფანდრაიზინგის სფეროში.