ძირითადი მიზანი:
პროექტის ძირითადი მიზანია სწავლებისა და სწავლის პროცესების ხარისხის გაუმჯობესება, რომელიც დაფუძნებულია აკადემიური სამართლიანობის პრინციპებზე და დამტკიცებულია პოლიტიკის, მექანიზმებისა და ინსტრუმენტების დახმარებით, რაც ხელს უწყობს საქართველოში უმაღლესი განათლების დაწესებულებებში, პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას დათავიდან აცილებას.
პროექტის საქმიანობა მოიცავს:
პლაგიატის გამოვლენისა და პრევენციის ელექტრონული პროგრამების დანერგვას, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში: დაინერგოს პლაგიატის გამოვლენისა და პრევენციის / უკუკავშირის ინსტრუმენტები საქართველოს უნივერსიტეტებში, ე.ი. Turnitin Feedback Studio ელექტრონული პროგრამა და არსებული Moodle სისტემის ინტეგრაცია (Turnitin + Moodle).
პლაგიატის შესახებ საღი და თანმიმდევრული ინფორმირებულობის კამპანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, პიარ კამპანიის, როგორც მნიშვნელოვანი სარეკლამო მექანიზმის, შესამუშავებლად, რომელიც მიზნად ისახავს, როგორც სტუდენტების, ისე ფაკულტეტის/მასწავლებლების ინფორმირებულობას.
ფაკულტეტის/მასწავლებელთა ტრენინგის მოდულების გამოყენებას ეფექტური შეფასების, სწავლებისა და სწავლის მიზნით, სტუდენტების საქმიანობის გასაუმჯობესებლად აკადემიური სამართლიანობის პრინციპების დაცვით.
სტუდენტური სერვისები, რომლებიც მიზნად ისახავს სტუდენტური სერვისებისა და აკადემიური წერის განვითარებასა და გაღრმავებას. სწავლების შესაძლებლობები, სტუდენტების წერის უნარის განვითარებისთვის აკადემიური სამართლიანობის გათვალისწინებით.
აკადემიური წერის სასწავლო გეგმების მიმოხილვა - საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები განიხილავენ სასწავლო პროგრამას (ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურზე) წერილობითი აკადემიური კომუნიკაციისთვის დადგენილი სტანდარტებისა და მოთხოვნილებების შესაბამისად.
უნივერსიტეტის პოლიტიკა და რესურსები:
პროექტი მიზნად ისახავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დახმარებას პოლიტიკისა და რეგულაციების თანმიმდევრული ჩარჩოების ჩამოყალიბებაში, რომელიც ხელს შეუწყობს ხარისხიან სწავლებასა და სწავლის პროცესებს, რაც ემყარება აკადემიური მთლიანობის პრინციპებს. რაც მთავარია, ეს საშუალებას აძლევს უნივერსიტეტებს, შეიმუშაონ თავიანთი რესურსები (მაგ. სახელმძღვანელოები) და დანერგონ მოწინავე ინსტრუმენტები (Moodle, Turnitin), ეფექტური აკადემიური სწავლების მხარდასაჭერად.
იხილეთ რეგულაციები პლაგიატის შესახებ.
დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ პროგრამის ვებსაიტს.
პარტნიორები
პროექტის კოორდინატორი უნივერსიტეტია:
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ISU) - საქართველო
პროექტის პარტნიორები:
- როჰამპტონის უნივერსიტეტი - დიდი ბრიტანეთი;
- უფსალას უნივერსიტეტი (UU) - შვედეთი;
- ვენის უნივერსიტეტი (UNIVIE) - ავსტრია;
- ქალაქ დუბლინის უნივერსიტეტი (DCU) - ირლანდია;
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) - საქართველო;
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (BSU) - საქართველო;
- იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (TeSaU) - საქართველო;
- დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია (სსიპ) - საქართველო;
- შოთა მესხიას ზუგდიდის სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (ZSTU) - საქართველო;
- სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (SJSU) - საქართველო;
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ATSU) - საქართველო;
- კავკასიის უნივერსიტეტი (CU) - საქართველო;
- GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი - საქართველო;
- სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია - საქართველო;
- დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი (DTMU) - საქართველო
ღონისძიებები
- სამუშაო შეხვედრა Moodle-ის გამოყენების სწავლების შესახებ
- ტრენინგი EBSCO-ს ბაზების გამოყენებაზე
- ტრენინგი - აკადემიური წერა: სწავლება და თანამედროვე ტენდენციები
- შეხვედრა - აკადემიური წერის სილაბუსის განახლება და მუდლის და თარნითინის სისტემების დანერგვა
- კეთილსინდისირებისპროექტი ვენის უნივერსიტეტში
- პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (INTEGRITY)“ ფარგლებში ტრენერთა გადამზადება
- მეორე კონსორციუმის შეხვედრა ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში
- II ტრენინგი - აკადემიური წერა: სწავლება და თანამედროვე ტენდენციები
- ტრენინგი სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის (INTEGRITY)
- სამუშაო შეხვედრა Moodle-ის გამოყენების სწავლების შესახებ
- უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრა (INTEGRITY)
- იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა სამუშაო შეხვედრას, ერაზმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ ფარგლებში
- მესამე სამუშაო შეხვედრა პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის“ (INTEGRITY) ფარგლებში
რესურსები
- აკადემიური კეთილსინდისიერების კოდექსი
- კონცეფცია სტუდენტური აკადემიური სერვისების შესახებ
- აკადემიური წერის სტრუქტურის დიზაინი
- აკადმიური მუშაობის საფუძვლები – პრაქტიკული სახელმძღვანელო
- ევროპული გამოცდილება – დუბლინის ქალაქის უნივერსიტეტი
- ევროპული გამოცდილება – ვენის ქალაქის უნივერსიტეტი
- ევროპული გამოცდილება – როეჰემფტონის უნივერსიტეტი
- ევროპული გამოცდილება – უფსალას უნივერსიტეტი, შვედეთი