• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • გაცვლითი პროგრამა ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტში

    04 თებერვალი, 2020

    საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების  დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 1 საუკეთესო სტუდენტის შესარჩევად.

     

    კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის სტუდენტებს.

    შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გაცვლაში მონაწილეობის მიღების მსურველ ბაკალავრიატის სტუდენტს დასრულებეული უნდა ჰქონდეს სწავლის ერთი წელი.

     

    კრედიტების აღიარება: არიზონის უნივერსიტეტში აღებული კრედიტების აღიარება მოხდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის შესაბამისი სასწავლო პროგრამის ფარგლებში. სავალდებულოა მინიმუმ 12 ამერიკული კრედიტის აღება.

     

    შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მასპინძელ უნივერსიტეტში სასურველი საგნების შესარჩევად სტუდენტებმა წინასწარი კონსულტაცია უნდა გაიარონ GIPA-ს შესაბამისი პროგრამის ხელმძღვანელთან ან/და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან.

     

    ამერიკაში სწავლის ხანგრძლივობა
    ერთი სემესტრი (2020 წლის შემოდგომის სემესტრი: 24 აგვისტო– 11 დეკემბერი)

     

    სასწავლო განრიგის, საგნების ჩამონათვალის, აშშ-ში ცხოვრების, კვების , დაზღვევისა და სხვა ხარჯებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია მიმაგრებულ ფაილში:

    Information Sheet Student Exchange 2020/2021

     

    სწავლის და ბინის საფასური:

    ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტთან გაფორმებული პარტნიორობის ფარგლებში, 2020 წლის შემოდგომის სემესტრში GIPA-ს სტუდენტს არ მოუწევს ამერიკაში სწავლის და ბინის საფასურის გადახდა.  თუმცა, შერჩეულმა სტუდენტებმა უნდა დაფარონ GIPA-ში  მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასური.

    შენიშვნა: შერჩეულმა სტუდენტმა თავად უნდა დაფაროს საერთაშორისო მგზავრობის, კვების, წიგნების, სავიზო მოსაკრებლისა და სავალდებულო დაზღვევის ხარჯები!

    საკონკურსო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

    • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
    • ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე, GPA-ის მითითებით);

    დაინტერესებულმა სტუდენტებმა / 21 თებერვლის 16 საათამდე უნდა გამოაგზავნონ საკონკურსო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი  შემდეგ ელ-ფოსტაზე: n.bakradze@gipa.ge

    სტუდენტთა შესარჩევი პროცესი:

    • დოკუმენტაციის შემოწმება;
    • გასაუბრება აპლიკანტთან ინგლისურ ენაზე;

     

    შერჩევის კრიტერიუმები: 1 საუკეთესო აპლიკანტი გამოვლინდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

    • მაღალი GPA
    • ინგლისურ ენის ცოდნის მაღალი დონე
    • აპლიკანტის მოტივირება

     

    დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით  ელ-ფოსტის საშუალებით: n.bakradze@gipa.ge ან მითითებულ ნომერზე: 577 57 75 11

    არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!

    მიბმული ფაილები