• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • ნოვი სადის ბიზნესის უნივერსიტეტის (სერბეთის რესპუბლიკა) დელეგაციის ვიზიტი GIPA-ში

    22 ნოემბერი, 2019

    2019 წლის 22 ნოემბერს,  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA), ეწვია ნოვი სადის ბიზნესის უნივერსიტეტის (სერბეთის რესპუბლიკა)  დელეგაცია. დელეგაციის შემადგნელობაში შედიოდნენ ნოვი სადის ბიზნესის უნივერსიტეტის რექტორი- პროფ. მარკო გარიჩი, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე - პროფ. პრედრაგ მირკოვიჩი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი - ქ-ნი მარიანა მლადენოვა,  და საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი - ქ-ნი მირიანა დიმიტრიევიჩი.  

    ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა უნივერსიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები და ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტებისა და ლექტორების გაცვლას, ერთობლივ კვლევით საქმიანობას, ერასმუს+-ის პროგრამაში მონაწილეობასა და ურთიერთ გამოცდილების გაზიარებას საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯმენტში.