XXI საუკუნეს თემატური ტურიზმის ბუმის ეპოქად განიხილავენ, ამ სფეროში გასტრონომიული ტურიზმი საქართველოში საკმაოდ ახალი ბაზარია, საქართველოს რეგიონალური გასტრონომიული კულტურის სრულიად უნიკალური თავისებურებებიდან გამომდინარე, ეს მიმართულება შეიძლება საქართველოში კარგად განვითარდეს, ასე, რომ ჩვენ ვდგავართ დიდი მსოფლიო გამოწვევის წინაშე.
GIPA როგორც ინოვაციების ერთ ერთი პირველი ფლაგმანი სასწავლო დაწესებულება კარგად აცნობიერებს მსოფლიო ბიზნესის გამოწვევებს, ამიტომაც ისწავლება ბიზნესის ფაკულტეტზე სრულიად ინოვაციური საგანი "ტურიზმი & გასტრონომია". პრაქტიკული ქეისებით და მსფლიოში მიმდინარე უახლესი ინფორმაციების გათვალისწინებით.
ჩვენი პროგრამის მიზანია, მსოფლიო კვების და მომსახურების, ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენების დანახვება ქართული რეალობის ფონზე, გასტრონომიის მნიშვნელობა და ადგილი ტურიზმის განვითარებისთვის და საქართველოს, ქართული სამზარეულოს და გასტრონომიული კულტურის მრავალფეროვნების შეცნობით, მისი ისტორიის შესწავლით და კვლევით, ამ კომპონენტის ადგილის განსაზღვრა მსოფლიო გასტრონომიული კულტურის და ტურიზმის არეალში, რომელიც სულ უფრო მზარდი სფეროა მსოფლიოში და საქართველოში ბოლო წლებში განსაკუთრებით.
პრაქტიკული გამოცდილების ადამიანებისგან მათი ბიზნესის შესახებ დისკუსია სტუდენტებთან ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც ეს თემა ბაზარზე აქტუალურია მაგრამ ჯერ კიდევ ქაოტურად მიმდინარეობს, ამიტომაც მნიშვნელოვანია პროფესიონალების ხედვა. ამას ემსახურებოდა ცნობილი და უკვე წარმატებული რესტორნების ბრენდ შეფების სტუმრობა, რომ სტუდენტების პირდაპირ რეჟიმში ქონოდათ საშუალება მათი ბიზნესის წარმატების შესახებ მიეღოთ პირველადი ინფორმაცია.