გაცვლითი პროგრამა ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის სკოლაში

17 სექტემბერი, 2019

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საერთაშორისო ურთიერთობების  დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს  ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის სკოლასთან გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 4 საუკეთესო სტუდენტის შესარჩევად.

 

სასწავლო მიმართულებები:

  • ბიზნესი და ეკონომიკა;
  • საჯარო მმართველობა;
  • სამართალი;
  • უსაფრთხოების მენეჯმენტი;

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შესაბამისი პროფილის საბაკალავრო პროგრამების  სტუდენტებს.

 

შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გაცვლაში მონაწილეობის მიღების მსურველ ბაკალავრიატის სტუდენტს დასრულებეული უნდა ჰქონდეს სწავლის ერთი წელი;

 

კრედიტების აღიარება: ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის სკოლაში აღებული კრედიტების აღიარება მოხდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის შესაბამისი სასწავლო პროგრამის ფარგლებში.

 

შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მასპინძელ უნივერსიტეტში სასურველი საგნების შესარჩევად სტუდენტებმა წინასწარი კონსულტაცია უნდა გაიარონ GIPA-ს შესაბამისი პროგრამის ხელმძღვანელთან ან/და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან.

 

გერმანიაში სწავლის ხანგრძლივობა
ერთი სემესტრი (2020 წლის გაზაფხულის სემესტრი: 1 აპრილი  - 1 აგვისტო, 2020)

 

ინგლისურენოვანი საგნების (წინასწარი) ჩამონათვალი იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში:

  • ბიზნესი და ეკონომიკა; (Schoeneberg campusფაილი 1 / ფაილი 2
  • საჯარო მმართველობა/სამართალი/უსაფრთხოების მენეჯმენტი; (Lichtenberg campus) ფაილი 1

Factsheet:

სასწავლო განრიგის, ბერლინში ცხოვრების და ბინის დაქირავების საფასურთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია აქ

 

სწავლის საფასური:

ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის სკოლასთან გაფორმებული პარტნიორობის ფარგლებში, GIPA-ს სტუდენტებს არ მოუწევთ ბერლინში სწავლის საფასურის გადახდა. თუმცაღა, შერჩეულმა სტუდენტებმა უნდა დაფარონ GIPA-ში  მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასური.

შენიშვნა: შერჩეულმა სტუდენტებმა თავად უნდა დაფარონ საერთაშორისო მგზავრობის, ცხოვრების, სავიზო მოსაკრებლისა და დაზღვევის ხარჯები!

გარდა ამისა, სტუდენტებმა უნდა დაფარონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ბიბლიოთეკით სარგებლობის    საფასური, ე.წ. „semester fee”, რომლის ღირებულებაც  შეადგენს დაახლოებით 250 ევროს.


საკონკურსო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
  • ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე, GPA-ის მითითებით);

დაინტერესებულმა სტუდენტებმა / 4 ოქტომბრის 16 საათამდე უნდა გამოაგზავნონ საკონკურსო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი  შემდეგ ელ-ფოსტაზე: n.bakradze@gipa.ge

სტუდენტთა შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტაციის შემოწმება;
  • გასაუბრება აპლიკანტთან ინგლისურ ენაზე;

 

შერჩევის კრიტერიუმები: 4 საუკეთესო აპლიკანტი გამოვლინდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • მაღალი GPA
  • ინგლისურ ენის ცოდნის მაღალი დონე
  • აპლიკანტის მოტივირება
  • დახასიათება/რეკომენდაცია

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით  ელ-ფოსტის საშუალებით: n.bakradze@gipa.ge ან მითითებულ ნომერზე: 577 57 75 11

არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!