• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობა

    11 სექტემბერი, 2019

    2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობის ვადების განსაზღვრის შესახებ

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ", ა(ა)იპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის წესდების, უნივერსიტეტის დებულებისა და სასწავლო პროცესისმარეგულირებელი წესების მე-8 მუხლის საფუძველზე: 

    ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

    1. საქართველოს საზოგადოებრივ ინსტიტუტში საგანმანათლებლო პროგრამაზე 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობის მსურველ სტუდენტთა მიერ შიდა მობილობის შესახებ განცხადების წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2019 წლის 9 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით.
    2. შიდა მობილობის მსურველი სტუდენტების მიერ წარმოსადგენ დოკუმენტების ნუსხად განისაზღვროს:

    ა) განცხადება შესაბამისი სკოლის დეკანის სახელზე;

    ბ) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (დამოწმებული ბეჭდითა და დეკანის ხელმოწერით);

    გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

    ე) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატის ასლი (საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის მითითებით,  ასეთის არსებობის შემთხვევაში);

    1. შიდა მობილობის შესახებ სტუდენტთა განცხადების განხილვისა და კრედიტების აღიარების ვადა განისაზღვროს 2019 წლის 12 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით.
    2.  სტუდენტებისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება - 16 სექტემბერი;
    3. ბრძანება გამოქვეყნდეს ვებ-გვერდზე www.gipa.ge
    4. საქმისწარმოების მენეჯერმა უზრუნველყოს ბრძანების გაცნობა ყველა დაინტერესებულიპირისთვის და შიდა მობილობის შედეგების გამოქვეყნებიდან ორი კვირის ვადაში მიაწოდოს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.
    5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.