• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • გაცვლითი პროგრამა ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში

    13 სექტემბერი, 2019

    საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საერთაშორისო ურთიერთობების  დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტთან გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 4 საუკეთესო სტუდენტის შესარჩევად.

     

    კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ GIPA-ს ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს.

    შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გაცვლაში მონაწილეობის მიღების მსურველ ბაკალავრიატის სტუდენტს დასრულებეული უნდა ჰქონდეს სწავლის ერთი წელი, ხოლო მაგისტრატურის სტუდენტს ერთი სემესტრი;

     

    კრედიტების აღიარება: ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში აღებული კრედიტების აღიარება მოხდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის შესაბამისი სასწავლო პროგრამის ფარგლებში.  გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მასპინძელ უნივერსიტეტში სასურველი საგნების შესარჩევად სტუდენტებმა წინასწარი კონსულტაცია უნდა გაიარონ GIPA-ს შესაბამისი პროგრამის ხელმძღვანელთან ან/და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან.

     

    საფრანგეთში სწავლის ხანგრძლივობა
    2020 წლის გაზაფხულის სემესტრი: იანვარი-მაისი/ივნისი

     

    სასწავლო განრიგის, საგნების ჩამონათვალის, ლილში ცხოვრების და ბინის დაქირავების საფასურთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე:

    1. Fact Sheet
    2. ინგლისურენოვანი საგნები

     

    სწავლის საფასური:

    ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებული პარტნიორობის ფარგლებში, GIPA-ს სტუდენტებს არ მოუწევთ ლილში სწავლის საფასურის გადახდა. თუმცაღა, შერჩეულმა სტუდენტებმა უნდა დაფარონ GIPA-ში  მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასური.

    შენიშვნა: შერჩეულმა სტუდენტებმა თავად უნდა დაფარონ საერთაშორისო მგზავრობის, ცხოვრების, სავიზო მოსაკრებლისა და დაზღვევის ხარჯები!

    საკონკურსო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

    • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
    • ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
    • ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე, GPA-ის მითითებით);

    დაინტერესებულმა სტუდენტებმა / 27 სექტემბრის 16 საათამდე უნდა გამოაგზავნონ საკონკურსო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი  შემდეგ ელ-ფოსტაზე: n.bakradze@gipa.ge

    სტუდენტთა შესარჩევი პროცესი:

    • დოკუმენტაციის შემოწმება;
    • გასაუბრება აპლიკანტთან ინგლისურ ენაზე;

     

    შერჩევის კრიტერიუმები: 4 საუკეთესო აპლიკანტი გამოვლინდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

    • მაღალი GPA
    • ინგლისურ ენის ცოდნის მაღალი დონე
    • აპლიკანტის მოტივირება
    • დახასიათება/რეკომენდაცია

     

    დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით  ელ-ფოსტის საშუალებით: n.bakradze@gipa.ge ან მითითებულ ნომერზე: 577 57 75 11

    არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!