• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • გაცვლითი პროგრამა ვარშავის ეკონომიკის სკოლაში

    13 სექტემბერი, 2019

    საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საერთაშორისო ურთიერთობების  დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ვარშავის ეკონომიკის სკოლასთან გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 2 საუკეთესო სტუდენტის შესარჩევად.

     

    კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბიზნეს ადმინისტრირებისა და სოციალური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამების მეორე და მესამე კურსის სტუდენტებს.

     

    კრედიტების აღიარება: ვარშავის ეკონომიკის სკოლაში აღებული კრედიტების აღიარება მოხდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის შესაბამისი სასწავლო პროგრამის ფარგლებში.

     

    შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მასპინძელ უნივერსიტეტში სასურველი საგნების შესარჩევად სტუდენტებმა წინასწარი კონსულტაცია უნდა გაიარონ GIPA-ს შესაბამისი პროგრამის ხელმძღვანელთან ან/და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან.

     

    პოლონეთში სწავლის ხანგრძლივობა
    ერთი სემესტრი (2020 წლის გაზაფხულის სემესტრი (გამოცდების ჩათვლით): 22 თებერვალი 2020 - 28 ივნისი, 2020)

     

    სასწავლო განრიგის, საგნების ჩამონათვალის, ვარშავაში ცხოვრების და ბინის დაქირავების საფასურთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე

     

    სწავლის საფასური:

    ვარშავის ეკონომიკის სკოლასთან გაფორმებული პარტნიორობის ფარგლებში, GIPA-ს სტუდენტებს არ მოუწევთ ვარშავაში სწავლის საფასურის გადახდა. თუმცაღა, შერჩეულმა სტუდენტებმა უნდა დაფარონ GIPA-ში  მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასური.

    შენიშვნა: შერჩეულმა სტუდენტებმა თავად უნდა დაფარონ საერთაშორისო მგზავრობის, ცხოვრების, სავიზო მოსაკრებლისა და დაზღვევის ხარჯები!

    საკონკურსო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

    • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
    • ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
    • ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე, GPA-ის მითითებით);

    დაინტერესებულმა სტუდენტებმა / 27 სექტემბრის 16 საათამდე უნდა გამოაგზავნონ საკონკურსო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი  შემდეგ ელ-ფოსტაზე: n.bakradze@gipa.ge

    სტუდენტთა შესარჩევი პროცესი:

    • დოკუმენტაციის შემოწმება;
    • გასაუბრება აპლიკანტთან ინგლისურ ენაზე;

     

    შერჩევის კრიტერიუმები: 2 საუკეთესო აპლიკანტი გამოვლინდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

    • მაღალი GPA
    • ინგლისურ ენის ცოდნის მაღალი დონე
    • აპლიკანტის მოტივირება
    • დახასიათება/რეკომენდაცია

     

    დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით  ელ-ფოსტის საშუალებით: n.bakradze@gipa.ge ან მითითებულ ნომერზე: 577 57 75 11

    არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!