• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • გაცვლითი პროგრამა EDHEC-ის ბიზნეს სკოლაში

    10 სექტემბერი, 2019

    GIPA-მ დაამყარა პარტნიორობა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ბიზნეს
    სკოლასთან (EDHEC Business School), რომლის ფარგლებშიც GIPA-ს სტუდენტებს
    მიეცემათ შესაძლებლობა მომავალ სემესტრში (გაზაფხული 2019-2020) სწავლის
    საფასურის გადასახადის გარეშე ისწავლონ საფრანგეთში (ნიცის ან ლილის
    კამპუსში).

    იხილეთ მოკლე ვიდეო კლიპი ბიზნეს სკოლის შესახებ.

    საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საერთაშორისო ურთიერთობების  დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს EDHEC-ის ბიზნეს სკოლასთან გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 2 საუკეთესო სტუდენტის შესარჩევად.


    კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბიზნეს ადმინისტრირებისა და სოციალური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამების მეორე და მესამე კურსის სტუდენტებს.

     

    შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მასპინძელ უნივერსიტეტში სასურველი საგნების შესარჩევად სტუდენტებმა წინასწარი კონსულტაცია უნდა გაიარონ GIPA-ს შესაბამისი პროგრამის ხელმძღვანელთან ან/და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან.

    საფრანგეთში სწავლის ხანგრძლივობა
    ერთი სემესტრი (2020 წლის გაზაფხულის სემესტრი: 2020 წლის იანვარი - 2020 წლის მაისი).

    სასწავლო განრიგის, ინგლისურენოვანი  საგნების ჩამონათვალის, საფრანგეთში ცხოვრებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე

     

    სწავლის საფასური:

    EDHEC-ის ბიზნეს სკოლასთან გაფორმებული პარტნიორობის ფარგლებში, GIPA-ს სტუდენტს არ მოუწევთ საფრანგეთში სწავლის საფასურის გადახდა. თუმცაღა, შერჩეულმა სტუდენტმა უნდა დაფაროს GIPA-ში  მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასური.

    შენიშვნა: შერჩეულმა სტუდენტმა თავად უნდა დაფაროს საერთაშორისო მგზავრობის, ცხოვრების, სავიზო მოსაკრებლისა და დაზღვევის ხარჯები!


    საკონკურსო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

    • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
    • ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
    • ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე, GPA-ის მითითებით);

    დაინტერესებულმა სტუდენტებმა / 19 სექტემბრის 16 საათამდე უნდა გამოაგზავნონ საკონკურსო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი  შემდეგ ელ-ფოსტაზე: n.bakradze@gipa.ge

    სტუდენტთა შესარჩევი პროცესი:

    • დოკუმენტაციის შემოწმება;
    • გასაუბრება აპლიკანტთან ინგლისურ ენაზე;

     

    შერჩევის კრიტერიუმები: 2 საუკეთესო აპლიკანტი გამოვლინდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

    • მაღალი GPA
    • ინგლისურ ენის ცოდნის მაღალი დონე
    • აპლიკანტის მოტივირება
    • დახასიათება/რეკომენდაცია


    დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით  ელ-ფოსტის საშუალებით: n.bakradze@gipa.ge ან მითითებულ ნომერზე: 577 57 75 11

    არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!