საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ( GIPA ), სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამა აცხადებს მიღებას შემდეგ სფეროებში: საჯარო მმართველობა, ფსიქოლოგია, პოლიტიკური მეცნიერებები, მასობრივი კომუნიკაციები.
პროგრამაზე განაცხადის შემოტანა შეუძლიათ კანდიდატებს, ვინც ფლობს მაგისტრის, ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს, შესაბამის სფეროში, გამონაკლისია საჯარო მმართველობა.
სხვა შემთხვევაში გამონაკლისი დაიშვება სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვლევის გამოცდილების და შესაბამისი კვალიფიკაციის შეფასების მიხედვით.
სადოქტორო პროგრამაზე სწავლის მსურველი ადმინისტრაციასთან წარმოადგენს შემდეგ საბუთებს:
- შევსებულ სააპლიკაციო ფორმას
- პროფესიულ ბიოგრაფიას (CV)
- აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლს. (უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარების უფლებამოსილება აქვს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს)
- მაგისტრის დიპლომის დანართს
- პირადობის მოწმობის ასლს
- ერთ ფოტოსურათს 3X4 - ზე
- სადოქტორო კვლევის საკითხის აღწერას. (1000 სიტყვა)
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ B 2დონის საერთაშორისო სერტიფიკატს. (თუ ასეთი არ არსებობს, ჩააბარებს შიდა გამოცდას ინგლისურ ენაში) ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან კანდიდატები, ვისაც ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამა აქვთ დამთავრებული საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.
- დოქტორანტობის კანდიდატი, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული, წარმოადგენს ქართული ენის B2 დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან ჩააბარებს გამოცდას ქართულ ენაში.
ინგლისური ენის გამოცდის ზღვარის გადალახვის შემდეგ, კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას დარგობრივ კომისიასთან,
გასაუბრებისას მხედველობაში მიიღება:
ა) შერჩეული საკვლევი საკითხის აქტუალობა და სამეცნიერო სიახლე
ბ) გამოქვეყნებული ან დასაბეჭდად მიღებული სამეცნიერო ნაშრომების არსებობა;
გ) სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა;
დ) სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა აქტივობები
საბუთების მიღება
2 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით, დოკუმენტები შესაძლებელია გადმოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით, მისამართზე n.tchigvaria@gipa.ge, ან მოიტანოთ უნივერსიტეტში.
მის: იეთიმ გურჯის 9, სადოქტორო პროგრამა
პროგრამის ღირებულება
პროგრამაზე სწავლის ღირებულებაა 2800 ლარი წელიწადში. გადახდა ხდება წელიწადში ორჯერ, დეკემბერსა და ივნისში, შესაბამისად წლიური გადასახადი იყოფა ორ ნაწილად.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ პროგრამის ხელმძღვანელს:
პროფ. ნათია ჭიღვარია,
ელ. ფოსტა: n.tchigvaria@gipa.ge
მობ.: +995 595 65 95 56