ახალქალაქში იმართება საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), სოფლის მეურნეობის განვითარების და პროფესიული სწავლების დეპარტამენტის (DRDVE) DRDVE of GIPA და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ISET Policy Institute კვლევითი ინსტიტუტის მიერ განხორციელებული ,,მაღალმთიანი რეგიონების კონკურენტული უპირატესობის” კვლევის პრეზენტაცია.
კვლევა შემუშავებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) პროექტის: ,,რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის“ (ARSD) ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და გაეროს განვითარების პროგრამის თანადაფინანსებით.