2019 წლის 26 მარტს, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა GIPA-ს გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შეხვდა.
კახა კუჭავა სტუდენტებს კომიტეტის საქმიანობის, დაგეგმილი და განხორციელებული საკანონმდებლო ინციატივებისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის მთავარი მიმართულებების შესახებ ესაუბრა, მან ასევე აუდიტორიას წარუდგინა გარემოს დაცვის კომიტეტის 2018-2030 წლის სტრატეგია და 2017-2018 წლის „მწვანე ანგარიში“.
შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებმა მათთვის სიანტერესო საკითხებზე ამომაწურავი ინფორმაცია მიიღეს.
GIPA-ს გარემოს დაცვის მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამას მჭირდრო თანამშრომლობა აქვს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან რასაც 2018 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც მოწმობს და ეს თანამშრომლობა კვლავ აქტიურად გაგრძლედება.