შეხვედრა კარიერულ ელჩთან მიხეილ დარჩიაშვილთან GIPA-ში!

28 იანვარი, 2015

2015 წლის 27 იანვარს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, სტუდენტებს კარიერული დიპლომატი მიხეილ დარჩიაშვილი შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ლექტორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. საჯარო ლექციის მთავარი თემა იყო საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესები და ამ პროცესში არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები.

მიხეილ დარჩიაშვილი არის კარიერული დიპლომატი 14 წლიანი გამოცდილებით. მის საკურატორო მიმართულებას ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პროცესი და საერთაშორისო ურთიერთობები წარმოადგენდა. იგი უშუალოდ იყო ჩართული უელსის სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებული საკითხებზე მოლაპარაკებების პროცესში ნატოს მხარესთან.    

შეხვედრაზე ბატონმა მიხეილ დარჩიაშვილმა ასევე შეაფასა ნატოს უელსის სამიტის შედეგები, როგორც ალიანსის შესაძლებლობების განმტკიცების კუთხით ასევე საქართველოს უსაფრთხოების ამაღლების თვალსაზრისით. სტუდენტები მაქსიმალურად ჩართულები იყვნენ ლექციის მსვლელობაში. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

<div style="width:640px;height:400px;text-align:center;margin:auto;" ><object width="640" height="400" classid="clsid:d27cdb6e-ae6d-11cf-96b8-444553540000"  codebase="http://download.macromedia.com/pub/shockwave/cabs/flash/swflash.cab#version=6,0,40,0"> <param name="flashvars" value="offsite=true&amp;lang=en-us&amp;page_show_url=%2Fphotos%2Fgipacsjmm%2Fsets%2F72157650106623337%2Fshow&amp;page_show_back_url=%2Fphotos%2Fgipacsjmm%2Fsets%2F72157650106623337%2F&amp;set_id=72157650106623337" /> <param name="allowFullScreen" value="true" /> <param name="src" value="https://www.flickr.com/apps/slideshow/show.swf?v=71649" /> <embed width="640" height="400" type="application/x-shockwave-flash" src="https://www.flickr.com/apps/slideshow/show.swf?v=71649" flashvars="offsite=true&amp;lang=en-us&amp;page_show_url=%2Fphotos%2Fgipacsjmm%2Fsets%2F72157650106623337%2Fshow&amp;page_show_back_url=%2Fphotos%2Fgipacsjmm%2Fsets%2F72157650106623337%2F&amp;set_id=72157650106623337" allowFullScreen="true" /> </object><br /><small>Created with <a href="http://www.flickrslideshow.com">flickr slideshow</a>.</small></div>