გაზაფხულის სემესტრის შიდა მობილობა

23 იანვარი, 2019

ბრძანება:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის" მე-5 მუხლის, ა(ა)იპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის დებულების და უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესების საფუძველზე:

1. გამოცხადდეს ა(ა)იპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შიდა მობილობა;

2. ა(ა)იპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შიდა მობილობით საგანმანათლებლო პროგრამებზე გადამსვლელი სტუდენტების მიერ განცხადების წარმოდგენის ვადად განისაზღვროს 2019 წლის 23 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით.

შიდა მობილობის მსურველი სტუდენტების მიერ წარმოსადგენ დოკუმენტების ნუსხად განისაზღვროს:

ა) განცხადება შესაბამისი სკოლის დეკანის სახელზე;

ბ) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (დამოწმებული ბეჭდითა და დეკანის ხელმოწერით);

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატის ასლი (საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის მითითებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

3. შიდა მობილობის შესახებ სტუდენტთა განცხადების განხილვისა და კრედიტების აღიარების ვადა განისხაზღვროს 2019 წლის 4 თებერვლიდან 8 თებერვლის ჩათვლით.

იხილეთ ბრძანება სრულად