ინფორმატიკის დოქტორი. ინფორმაციის მენეჯმენტის მაგისტრი. მისი პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უკავშირდება, კერძო და საჯარო უნივერსიტეტებში სხვადასხვა სალექციო კურსების კითხვის 15 წლიანი გამოცდილება, როგორც საბაკალავრო ისე სამაგისტრო საფეხურებზე. უძღვებოდა ტრენინგ კურსებს პროექტის მართვის და სწავლების თანამედროვე მეთოდების თემებზე. 2014 წლიდან, აქტიურად მუშაობს საქართველოში და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების საკითხებზე. სასწავლო სტიპენდიით გაიარა სტაჟირების პროგრამა იტალიაში პარმის უნივერსიტეტში. არის არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი და თანაავტორი.
სასწავლო კურსები:
- კომპიუტერული უნარები;
- თანამედროვე საოფისე პროგრამები;
- კომპიუტერის საბაზისო კურსი;
- საინფორმაციო ტექნოლოგიები;
- აკადემიური წერა;
- აკადემიური მუშაობის ტექნიკები;
კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი):
- ქართველი მეცნიერების ჟურნალი, ციფრული ცოდნის ფორმალიზაცია და მონაცემთა მენეჯმენტის თანამედროვე მიდგომები;
- თანამედროვე საინჟინრო კვლევების საერთაშორისო ჟურნალი, ნაშრომი თემაზე: ინფორმაციის გამოყენების მართვის მოდელები ცოდნის მენეჯმენტში.
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მართვის ავტომატიზირებული სისტემების ყოველწლიური ჟურნალი, ნაშრომი თემაზე: საინფორმაციო ნაკადების მართვა და მოდელირება;
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მართვის ავტომატიზირებული სისტემების ყოველწლიური ჟურნალი, ნაშრომი თემაზე: პროცესორიენტირებული ცოდნის მენეჯმენტის მოდელები;
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მართვის ავტომატიზირებული სისტემების ყოველწლიური ჟურნალი, ნაშრომი თემაზე: საინფორმაციო ტექნოლოგიების როლი ცოდნის მართვაში;
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მართვის ავტომატიზირებული სისტემების ყოველწლიური ჟურნალი, ნაშრომი თემაზე: ცოდნის მენეჯმენტი კორპორაციულ სისტემებში.
კვლევითი ინტერესები:
ხელოვნური ინტელექტი, ხელოვნური ინტელექტის როლი სწავლების პროცესში, ელექტრონული პლატფორმების გამოყენება შერეული სწავლების ფორმატში.