მოწვეული ლექტორები

ქეთი გუჯარაიძე

ასოცირებული პროფესორი

ქეთი გუჯარაიძეს გარემოს დაცვის სფეროში მუშაობის 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. ბოლო 15 წელია ის ქართულ არასამთავრობო გარემოსდაცვით ორგანიზაციაში - მწვანე ალტერნატივაში - მუშაობს. ის პოლიტიკის ანალიტიკოსია. ანალიტიკური სამუშაოს გარდა, ის მართავს ორგანიზაციის ზოგიერთ პროექტს, ასევე, მონაწილეობს ორგანიზაციის საგანმანათლებლო და სხვადასხვა ჯგუფის შესაძლებლობების განვითარებაზე მიმართულ ღონისძიებებში. ქეთი გუჯარაიძის ექსპერტიზის სფეროებია: გარემოსდაცვითი მმართველობა, პოლიტიკა, გარემოსდაცვითი მართვის ინსტრუმენტები, ზემოქმედების შეფასების ინსტრუმენტები, საზოგადოების მონაწილეობა, ადგილობრივ თემთა მობილიზება.

ქეთი გუჯარაიძეს არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის გარდა, აქვს სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილებაც. ის რამდენიმე წელი მუშაობდა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატში (1996-2000); ასევე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკის დეპარტამენტში (2002).

ქეთი გუჯარაიძეს დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, ბუნებრივი რესურსების მართვის სპეციალობით (1994). გარემოსდაცვით პოლიტიკასა და მართვაში მაგისტრის წოდება კი, მან შვედეთში, ლუნდის უნივერსიტეტის ინდუსტრიული გარემოსდაცვითი ეკონომიკის საერთაშორისო ინსტიტუტში მიიღო (2001).