მოწვეული ლექტორები

სალომე კიკალეიშვილი

ბიტ რეპორტინგი/კულტურა

ელფოსტა: salome.kikaleishvili@gmail.com

სალომე კიკალეიშვილი

ბიტ რეპორტინგი/კულტურა

ჟურნალისტი და კინომცოდნე, კულტურისა და მედიის სფეროში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილებით. პირველი სამუშაო გამოცდილებიდან მოყოლებული (გაზეთი „24 საათი) აქტიურად აშუქებს საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე კულტურულ მოვლენებს, წერს რეცენზიებს, წერილებს, ინტერვიუებსა და პროფაილებს. წლების განმავლობაში აქტიურად წერდა ჟურნალებისთვის: „ცხელი შოკოლადი“ და „კინო - ცხელი შოკოლადი“. იყო ჟურნალი „ტაბულას“ აღმასრულებელი და კულტურის განყოფილების რედაქტორი. ამას გარდა, მისი რედაქტორობით გამოდიოდა სხვადასხვა კომპანიის (თიბისი, ჯეოსელი, დინამო და სხვა) კორპორაციული გამოცემები. სხვადასხვა დროს მუშაობდა ვებ რედაქტორად, მათ შორის გამოცემისთვის „National Geographic საქართველო”. 

პროფესიიდან გამომდინარე, აქტიურადაა ჩართული კინემატოგრაფთან დაკავშირებულ საკითხებში. არის საერთაშორისო კინოკრიტიკოსთა ასოციაცია FIPRESCI-ს წევრი და ჟიურის წევრად მიწვეული იყო სამუშაოდ სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე, მათ შორის: ბერლინის (გერმანია), კოტბუსის (გერმანია), კერალას (ინდოეთი), დაკას (ბანგლადეში), როტერდამის (ნიდერლანდები), ქაიროს (ეგვიპტე), ალმათის (ყაზახეთი), სტამბულის (თურქეთი), ათენის (საბერძნეთი) და სხვა. 

ასწავლიდა კინოს ისტორიას თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 

ბოლო წლებში აქტიურადაა ჩართული დიჯიტალ, ვებ და მობაილ პროექტების მენეჯმენტში. 

ამჟამად მუშაობს საქართველოს ეროვნულ კინო ცენტრში. 


პროექტები:

2015: კონკურსის კოორდინატორი - მედიის საერთაშორისო კონკურსი ადამი მედიის პრიზი კულტურული მრავალფეროვნებისათვის აღმოსავლეთ ევროპაში”. (დაფარვა-საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა, ბელარუსი).

პუბლიკაციები:

ჩუმი ომი” - ფოტოგრაფ გოგი ცაგარელის პროფაილი,“ტაბულა” (2012);

ყველაზე იღბლიანი ხულიგანი” - ინტერვიუ მსახიობ მალკოლმ მაკდაუელთან,
ტაბულა“ (2012);
კიმ კი-დუკი კინოს, სიყვარულის და სევდის შესახებ” - ინტერვიუ ცნობილ კორეელ
რეჟისორთან კიმ კი-დუკთან, “ტაბულა” (2011);
მაია” - პოეტ მაია სარიშვილის პროფაილი, “ცხელი შოკოლადი”(2009);
ჩანაწერები პირველ პირში” -  მსახიობ ლიკა ქავჟარაძის პროფაილი, “ცხელი შოკოლადი”(2009);

გახმოვანებაში დაკარგულები“ - ქართულად დუბლირებული ფილმების თაობაზე, „ცხელი შოკოლადი“ (2009); 

“Don’t Worry“ - წერილი ბანგლადეშიდან, „ცხელი შოკოლადი“ (2008); 

„უპატრონო ქალაქი“ - რეპორტაჟი გორიდან, „ცხელი შოკოლადი“ (სექტემბერი, 2008);

„ტაჯი, ტუკ-ტუკი და აიშვარია რაის თვალები ინდოეთში“ - რეპორტაჟი ინდოეთიდან, „ცხელი შოკოლადი“ (2008);

„ერთ საათიანი მოგზაურობა ნანა ჯორჯაძის ბიოგრაფიაში“ - რეჟისორ ნანა ჯორჯაძის პროფაილი, „ცხელი შოკოლადი“, (2005);

„სტუმრად ლანა ღოღობერიძესთან“, ინტერვიუ რეჟისორ ლანა ღოღობერიძესთან, „კინო - ცხელი შოკოლადი“ (2006);

„ვლადიმირ სოროკონი“ - ინტერვიუ მწერალ ვლადიმირ სოროკინთან, „ცხელი შოკოლადი“ (2005)

და სხვა.