აკადემიური პერსონალი

თათია ქართლელიშვილი

ასისტენტი

ელფოსტა: t.kartlelishvili@gipa.ge

გამოცდილების მოკლე აღწერა

ორგანიზაციის განვითარების მაგისტრი და კონფლიქტების ანალიზისა და მართვის დოქტორანტი. მისი პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც უკავშირდება როგორც უმაღლეს საგანმანათლებლო, ასევე კერძო დაწესებულებებს, სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციას მოიცავს. აქვს 10-ზე მეტწლიანი გამოცდილება პროექტების მართვასა და კვლევაში და გახლავთ რამდენიმე პუბლიკაციის ავტორი.  ამჟამად არის სსიპ-საქართველოს განათლებისა და ხარისხის განვითარების ცენტრის მთავარი მკვლევარი. ამასთან ერთად კონსულტაციას უწევს სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ფლობს სწავლების 12 წლიან გამოცდილებას სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის, სოციალური მეცნიერებების და ურბანისტიკის მიმართულებით. არის სხვადასხვა კონფერენციის მომხსენებელი და საერთაშორისო პროექტების მონაწილე.

სასწავლო კურსები: 

  • ურბანული სოციოლოგია;
  • საბაკალავრო კვლევის დიზაინი;
  • აკადემიური წერა ბაკალავრებისთვის;
  • აკადემიური წერა მაგისტრანტებისთვის;
  • სოციალურ მეცნიერებათა კვლევის მეთოდები;
  • მეცნიერული მუშაობის მეთოდები;
  • ვიზუალური კომუნიკაცია;
  • სამაგისტრო კვლევის დიზაინი;
  • რაოდენობრივი კვლევის მეთოდები;
  • თვისებრივი კვლევის მეთოდები;
  • ურბანული ფსიქოლოგია;
  • გარემოს და დიზაინის ფსიქოლოგია;

კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი): 

  • გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების შესწავლა - გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი 2021 წ.
  • Kartlelishvili, T. (2023). Economic Survival Strategies in the Post-Socialist Mining City Chiatura. In R. Turaeva, & W. Sgibnev, Mining cities in Central Asia and the South Caucasus: survival strategies under conditions of extreme peripheralisation (pp. 53-73). Leipzig: Leibniz-Institut für Länderkunde.

პროექტები: 

ერთობლივი პროექტი - ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ლაიბნიცის რეგიონული გეოგრაფიის ინსტიტუტი; ხუჯანდის სახელმწიფო უნივერსიტეტი; გერმანულ-ყაზახური უნვიერსიტეტი 01.07.2018 - 28.02.2020 - სამთამადნო ქალაქების კვლევა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში.

კვლევითი ინტერესები: 

ურბანული კმაყოფილება; ურბანული კონფლიქტები; გენდერული როლები ურბანულ გარემოში; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ადაპტაციის საკითხები ურბანულ გარემოში და ა.შ.