ლექტორები

მარიამ ბობოხიძე

    მარიამ ბობოხიძე

    მინიჭებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბაკალავრის ხარისხი სამართალმცოდნეობის სპეციალობით, ფლობს მაგისტრის აკადემიურ ხარისხს შედარებით კონსტიტუციურ სამართალში (ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი) და მაგისტრის აკადემიურ ხარისხს საერთაშორისო სამართალში (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი). 2020 წელს მოიპოვა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს უნივერსიტეტში. 2021 წლიდან საქართველოს პარლამენტში იკავებს ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მდივნის პოზიციას. 2014 წლიდან დღემდე კითხულობს ლექციებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. ასწავლის შემდეგ საგნებს: კონსტიტუციური სამართალი - სახელმწიფო მოწყობის სამართალი, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ბავშვის უფლებების დაცვის სამართალი, საკანონმდებლო ტექნიკა, სამოხელეო სამართალი.

    კვლევები და პუბლიკაციები:

    სამართლიანობის თეორია (თარგმანი), ჯონ როულსი, გამომცემლობა ,,იურისტების სამყარო“, თბილისი, 2022 (გამოცემის პროცესში), თარგმანის ავტორი.

    ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპის სამართლებრივი გარანტიები, საქართველოს უნივერსიტეტი თბილისი, 2020, დისერტაციის ავტორი.

    ბავშვის უფლებების ევროპული სამართლის სახელმძღვანელო (თარგმანი), სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2020, სამეცნიერო რედაქტორი.

    მოსაზრება 05/2012 ღრუბლოვან სისტემაზე (თარგმანი), გამომცემლობა ,,იურისტების სამყარო“, თბილისი, 2017, სამეცნიერო რედაქტორი.

    The Paramountcy Principle – A Rights-Based Legal Analysis, სამართალი და მსოფლიო, თბილისი, 2020, სტატიის ავტორი.

    “The Concept of the “Best Interests” of the Child and its Application in Family Affairs”, საქართველოს უნივერსიტეტი, თბილისი, 2017, სტატიის ავტორი.

    კვლევითი ინტერესები:

    ბავშვის უფლებები, ადამიანის უფლებები.