მოწვეული ლექტორები

ბორის ჯანჯალია

კორპორაციული მართვა

გამოცდილი სპეციალისტი, მუშაობის 20 წლიანი გამოცდილებით შემდეგ სფეროებში: კორპორაციული მართვა, დავების ალტერნატიული გადაწყვეტა, რისკების მართვა, მარეგულირებელი ორგანოების მოთხოვნების დაკმაყოფილება, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა და ა.შ. აქვს საქმიან წრეებსა და ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის, მათთვის კორპორაციული საჭიროებების განსაზღვრისა და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების გამოცდილება.


განათლება
დოქტორის ხარისხი კორპორაციულ მართვაში, ტილბურგის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, ჰოლანდია (2020 წ. (მოსალოდნელი)).
სასწავლო კურსი ხელმძღვანელი პირებისთვის: საოჯახო საწარმოების მართვა, ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის კელოგის მენეჯმენტის სკოლა, აშშ, 2016 წ.
საერთაშორისო სერთიფიკატი რისკების მართვაში, რისკების მართვის ინსტიტუტი, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო, 2015 წ.
საერთაშორისო ბიზნესის სამართლის საზაფხულო სკოლა, ბუცერიუსის სამართლის სკოლა, ჰამბურგი, გერმანია, 2009 წ.

მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო სავაჭრო სამართალში (წარჩინებით), აბერდენის უნივერსიტეტი, გაერთიანებული სამეფო, 2007 წ.

ტერორიზმისა და უსაფრთხოების საკითხების კვლევის პროგრამა; ევროპული უსაფრთხოების საკითხების კვლევის ჯორჯ მარშალის სახელობისცენტრი, გარმიშ-პარტენკირხენი, გერმანია, 2005 წ.

ბაკალავრის ხარისხი, ფინანსური და საბანკო საქმიანობის მართვა, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი, საქართველო, 2002 წ.

სამართლის ბაკალავრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო, 1998 წ.

მუშაობის გამოცდილება

2007 წლიდან-კორპორაციული მართვის ექსპერტი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, მსოფლიო ბანკის ჯგუფი
2004-2006 წლები - იურისტი და შემდგომ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური.
1998-2004 წლები - ინსპექტორი და შემდგომ ანალიტიკური განყოფილების უფროსის მოადგილე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.