მოწვეული ლექტორები

ნატა კოკოლაშვილი

მე, ნატო კოკოლაშვილი, დავიბადე 1988 წლის ორ მარტს, ქალაქ თბილისში. სკოლა
დავამთავრე ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ Douglas County High school.
სწავლა გავაგრძელე კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის სამართლის სკოლაში,
სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. მეორე კურსიდან დავიწყე მუშაობა იურიდიულ
ფირმა „ბიზნეს ლიგალ ბიუროში.“ წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების
შემდგომ, სწავლა გავაგრძელე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში,
სამართლის მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად. მონაწილეობა მაქვს მიღებული
სხვადასხვა კონფერენციებსა და იმიტირებულ სასამართლო პროცესებში, მათ შორის
ჯესაპის საერთაშორისო კონკურსში საქართველოში გამარჯვებული გუნდის წევრი ვარ;
ამჟამად ვმუშაობ სს „საქართველოს ბანკში“ ჯგუფის იურისტად, ამასთანავე
ვკითხულობ ლექციებს ჯიპაში, ასევე ვარ ჯიპას „ვისმუთი“ს გუნდის ხელმძღვანელი.