მოწვეული ლექტორები

დალი ბერეკაშვილი

ევოლუციური ფსიქოლოგია, ემოციის ფსიქოლოგია, ეთნოფსიქოლოგია

დალი ბერეკაშვილი, პროფესორი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კამდიდატი,  2012 წლიდან არის მოწვეული ლექტორი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. კითხულობს ლექციების კურსს სოციალურ მეცნიერებათა სკოლის გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე  „ემოციის ფსიქოლოგია“ და „ევოლუციური ფსიქოლოგია“. სხვადასხვა დროს მუშაობდა დ.უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები მომავლისთვის“. იყო საერთაშორისო ორგანიზაცია „ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო“(NRC), სატრენინგო პროგრამის „ტრენერთა ტრენინგი: ტრავმული სტრესი/ომის ტრავმა: ადაპტაცია და გამკლავება“ ავტორი და წამყვანი; მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი“-ში, ფსიქოლოგად, ტრენერად; კითხულობდა ლექციებს ფსიქოლოგიის სახელმწიფო ინსტიტუტში,  ჯავახიშვილის უნივერსიტეტში.

1993- 1994წლებში იყო საქართველოს ტელევიზიის, პირველი არხი, გადაცემა „ჩვენი დრო“, თანაავტორი და წამყვანი; აქვს რამდენიმე პუბლიკაცია ფსიქოლოგიის საკითხებზე.