მოწვეული ლექტორები

ნინო მირზიკაშვილი

ნინო მირზიკაშვილი

აქვს 20 წლიანი მუშაობის გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში. მათ შორის სახლემწიფო სექტორში (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო). კერძო კლინიკებში დირექტორის პოზიციაზე,  საერთაშორისო ორგანიზაციებში და არასამთავრობო ორგანიზაციებში. სხვადასხვა დროს სწავლობდა ამერიკაში და დიდ ბრიტანეთში, აქვს მაგისტრის ხარისხი ვორვიკის უნივერსიტეტიდან, დიდი ბრიტანეთში და დიპლომი ლონდონის ეკონომიკის და პოლიტიკური მეცნიერების სკოლიდან. 

სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. 

ნინო არის ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ღია საზოგადოების ფონდის (სოროსის ფონდის) აღმასრულებელი საბჭოს წევრი. ასევე მოწვეული ლექტორი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. ნინო არის ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი და მუშაობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისათვის, კერძოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, გაეროს ბავშვთა ფონდი, გაეროს მოსახლეობის ფონდი, გაეროს განვითარების სააგენტო და სხვა.  

ექსპერტიზის სფეროები: ჯანდაცვის პოლიტიკა და სისტემის რეფორმა, ჯანდაცვის ადმინისტრირება, ადამიანური რესურსები ჯანდაცვაში, რეგულირების სფერო, ტრეინინგები და ლექციები;




პუბლიკაციები:

  1. პუბლიკაციის თანაავტორი „ჯანდაცვის სფეროს განვითარების სტრატეგიული ხედვა“, USAID, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, 2020 წ.
  2. პუბლიკაციის თანაავტორი „Covid-19 პოსტკრიზისული გეგმა ჯანდაცვის სექტორში“ USAID, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, 2020 წ.
  3. ნინო მირზიკაშვილი "რა განაპირობებს ჯანმრთელობას და რას ემსახურება პრევენციული ღონისძიებები?" USAID, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, 2020 წ
  4. ნინო მირზიკაშვილი „ჯანმრთელობა და მდგრადი განვითარების მიზნები - პროგრესი საქართველოში“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, 2020 წ.
  5. ნინო მირზიკაშვილი, ლიკა ჯალაღანია, „სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და შშმ ქალთა და გოგონების უფლებების სამართლებრივი ჩარჩოსა და პოლიტიკის შეფასება საქართველოში და სპეციფიკური რეკომენდაციები (გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვექციასთან დაკავშირებით) UNFPA, 2020 წელი
  6. პუბლიკაციის თანაავტორი „სოციალური დაცვის სისტემის განვითარების სტრატეგიული ხედვა“ USAID, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, 2021 წ.
  7. “Health and well-being for all: an approach to accelerating progress to achieve the Sustainable Development Goals (SDGs) in countries in the WHO European Region” Bettina Menne, Emilia Aragon de Leon, Marleen Bekker, Nino Mirzikashvili, Stephen Morton, Amanda Shriwise, Göran Tomson, Pia Vracko, Christoph Wippel, , European Journal of Public Health, Volume 30, Issue Supplement_1, March 2020
  8. “Mian trends in access to primary health care for adolescents in Georgia,” Georgia Medical News, #3(252) March 2016, pages 47-53, Nino Mirzikashvili, MD, MSc, Nata Kazakhashvili, MD, PhD,.
  9. „მოზარდთა სამედიცინო სერვისები საქართველოში.“ ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, გამოცემა #2, 2016 მაისი, გვერდი 14-21, ნინო მირზიკაშვილი და ლუიზ-ენნ მაკნუტი, ოლბანის უნივეერსიტეტი, აშშ, ასოცირებული პროფესორი;
  10. „მოზარდთა ჯანმრთელობის ძირითადი რისკფაქტორების შეფასება და პირველადი ჯანდაცვის რგოლის მნიშვნელობა ჯანმრთელობის ხელშეწყობის კუთხით“ ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, გამოცემა #5, 2016 დეკემბერი, გვერდი  77-82,  ნინო მირზიკაშვილი, ლევან ბარამიძე, პროფესორი, თსსუ, 
  11. " The role of primary health care in assessing and preventing health risk factors of adolescents in Georgia” Georgia Medical News, #3(264) March 2017, pages 53-57, Nino Mirzikashvili, MD, MSc, Levan Baramidze, MD, PhD   
  12. წიგნის თანაავტორი “ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში პრაქტიკული სახელმძღვანელო იურისტებისთვის” 2009
  13. წიგნი პაციენტებისათვის  “ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა ” 2011
  14. “Evaluation of the new cervical cancer screening program in Georgia” Nino Mirzikashvili, Tina Beruchashvili, Louise-Anne McNutt, International Journal Gynecology and Obstetrics, Volume 7, Issue 3, June 2012