მოწვეული ლექტორები

ნინო ამონაშვილი

ნინო ამონაშვილი, სოციოლოგი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა პროგრამის
დოქტორანტი და ლუნდის უნივერსიტეტის მაგისტრი. 4 წელია კითხულობს
ლექციებს სოციოლოგიის შესავალსა და კვლევის მეთოდებში. არის
სოციოლოგიის მკვლევარი და 10 წელია აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა
სახის კვლევებში. 2018 წელს დააარსა “ამონაშვილის აკადემია
მშობლებისათვის”. მისი სამეცნიერო ინტერესის სფეროა ბავშვებსა და
ახალგაზრდებზე მედია კონტენტის ზეგავლენა.