მოწვეული ლექტორები

ნოდარ ხარშილაძე

სტრატეგიისა და ომის ხელოვნების კურსი

ფლობს ანკარის პოლიციის აკადემიის ბაკალავრის ხარისხსა და ვაშინგტონის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს სტრატეგიულ უსაფრთხოებაში (2007-2008). მიღებული აქვს განათლება საჯარო პოლიტიკის დადეგმვისა და პოლიტიკის შეფასებისა და  საჯარო პოლიტიკის ანალიზის განხრით კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა  (CIDA)  და კანადის ინსტიტუტში.

 

ნოდარ ხარშილაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების სპეციალისტად (2000-2002), 2002-2005 წლებში მისი პასუხისმგებლობის სფერო მოიცავდა დაგეგმვას, საერთაშორისო ურთიერთობებსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხებს (2002 სტაჟიორი, 2003 უფროსი სპეციალისტი, 2004 ქვედანაყოფის უფროსი). 2005- 2009 წლებში იყო თავდაცვის პოლიტიკის და დაგეგმვის დეპარტამენტის, 2008-2009 წლებში კი დაგეგმვის პროგრამირებისა და ბიუჯეტირების საკოორდინაციო ჯგუფის უფროსი. 2009-2012 წლებში ნოდარ ხარშილაძეს ეკავა საქართველოს თავდაცვის მინისტრის I მოადგილის თანამდებობა, 2012 წელს კი დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა   მინისტრის მოადგილედ. 2013 წლიდან დღემდე იგი არის  საქართველოს სტრატეგიული  და    საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

 

ნოდარ ხარშილაძე ფლობს ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებს.