აკადემიური პერსონალი

ეკა ბასილაია

ასისტენტ-პროფესორი

ელფოსტა: eka.basilaia@gipa.ge

გამოცდილების მოკლე აღწერა

სან ხოსეს სახელმწიფო უნივერსიტეტის (კალიფორნია, ა.შ.შ.) მასობრივი კომუნიკაციების მეცნიერებათა მაგისტრი. აქვს კვლევის და სწავლების 15 წლიანი გამოცდილება და არის არაერთი აკადემიური პუბლიკაციის, ანალიტიკური ანგარიშის და შეფასების ავტორი მედიასთან დაკავშირებულ თემებზე საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების კონტექსტში. არის არაერთი ადგილობრივ და საერთაშორისო სასწავლო და კვლევითი გრანტის/სტიპენდიის მიმღები (Edmund Muskie Fellowship program, The Netherlands Fellowship Program, Erasmus Mundus, The Fund for American Studies). აქვს სხვადასხვა ორგანიზაციის აღმასრულებელი თუ სამეურვეო საბჭოების წევრობის გამოცდილება, ამჟამად არის გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.  

სასწავლო კურსები: 

მასობრივი კომუნიკაციების თეორიები

კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი): 

  • ბასილაია, ე., ანდღულაძე, მ., ქეშელაშვილი, ა., ერგეშიძე, ე., ყურაშვილი, ხ. (2023). დეზინფორმაციისადმი მდგრადობა რეგიონულ დონეზე საქართველოში. მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევის ცენტრი, თბილისი.

  • ზონდლერი, ელენა; ბასილაია, ეკატერინე; მათშკე, ალექსანდერ; მეიერი, ეველინ (2023). „საქართველო, მედია თავისუფლება იკლებს“. Deutche Welle. 

  • Vibrant Information Barometer (VIBE) 2020, 2021, 2022, 2023, IREX.

  • ბასილაია, ე., & დანელია, ნ. (2022). „მედიაწიგნიერების პრაქტიკის მეფინგი და საჭიროებების შეფასება საქართველოში“. ევროპის საბჭო.

  • FLEKS - ინტერკულტურული თეორიისა და პრაქტიკის სკანდინავიური ჟურნალის სპეციალური ნომრის მოწვეული რედაქტორი. გამოქვეყნებულია ონლაინ ოსლოს მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის მიერ (2021). https://journals.oslomet.no/index.php/fleks/article/view/4570.

  • ეკატერინე ბასილაია, ფილიპ პაზდერსკი, პეტრა კუჩინკოვა, იან ცინგელი. „საზოგადოების ინფორმირება ევროკავშირის შესახებ: მედიაპრაქტიკოსების გამოცდილება საქართველოდან, პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან და ჩეხეთიდან“. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი, 2019 წლის ივლისი, თბილისი.

  • დუდეტი, ვ., ეშაქი, ა., ბასილაია, ე., & მაჭარაშვილი, ნ. (2018). „პოლიტიკიდან მოქმედებამდე: ევროკავშირის მიდგომის შეფასება ინკლუზიური მედიაციისა და დიალოგის მხარდაჭერის მიმართ საქართველოსა და იემენში“. Peacebuilding, 6 (3), 183-200

კვლევითი ინტერესები: მედიასისტემები,  პოლიტიკური კომუნიკაციები, მედიაპოლიტიკა, ჟურნალისტიკის ისტორია, ჟურნალისტიკა სოციალური და პოლიტიკური ტრანსფორმაციების დროს, დეზინფორმაცია.