სამაგისტრო პროგრამების აკადემიური ხელმძღვანელი

ნინო ღონღაძე

"სამაგისტრო პროგრამების აკადემიური ხელმძღვანელი"

ელფოსტა: N.ghonghadze@gipa.ge

ნინო ღონღაძე არის მმართველობის სკოლის სამაგისტრო პროგრამების აკადემიური ხელმძღვანელი და კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი. მას მიღებული აქვს ურბანულ საქმეთა მაგისტრის ხარისხი ტეხასის უნივერსიტეტში (არლინგტონი) და სახელმწიფო მმართველობის მაგისტრის ხარისხი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. აკადემიური საქმიანობის დაწყებამდე ნინო მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში. ნინო ღონღაძე არის ასისტენტ-პროფესორი და ასწავლის  კვლევის მეთოდებისა და საჯარო პოლიტიკის კურსებს. ნინო ასევე დაკავებულია კვლევითი საქმიანობით. მისი კვლევითი ინტერესია კორუფციისა და გამჭვირვალობის საკითხები საჯარო სამსახურში.