ეკონომისტი, ფინანსების და საბანკო საქმის ფაკულტეტი, საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაციის უნივერსიტეტი. აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ადმინისტრაციული, ლოჯისტიკური და კოორდინირების კუთხით. 13 წელია მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციებში სხვადასხვა პოზიციებზე, მათ შორის: მობილიზატორი, პროექტის მენეჯერის ასისტენტი, რეგიონული კოორდინატორი. ვასილ ბუთხიზს აქვს კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის კარგი უნარ-ჩვევები, აგრეთვე ღონისძიებების ორგანიზების, ინფორმაციის შეგროვების, მონიტორინგის და შეფასების გამოცდილება.