მოწვეული ლექტორები

მარიამ ფანჯიკიძე

კვლევის დიზაინი და მეთოდები

მარიამ ფანჯიკიძე, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, 2016 წლიდან არის მოწვეული ლექტორი GIPA -ში, სადაც კითხულობს ლექციების კურსს „აკადემიური წერა, კვლევის დიზანი და მეთოდები ფსიქოლოგიაში“ გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე. მარიამ ფანჯიკიძე არის ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. სხვადასხვა დროს მუშაობდა მკვლევარად ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროსთან არსებულ სასწავლო ცენტრში, საერთაშორისო ორგანიზაცია „Worlg Vision”-ში. მარიამ ფანჯიკიძე იყო ფსიქოლოგ-კონსულტანტთა ასოციაციის  ერთერთი დამფუძნებელი. მონაწილეობას იღებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებსა და ფორუმებში, აქვეყნებს სტატიებს საერთაშორისო ჟურნალებში.