აგრო-ბიზნეს მენეჯმენტი

აგრობიზნესი  - პროფესიული სერტიფიცირებული კურსი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (GIPA) ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით  შეიმუშავა ახალი სერტიფიცირებული პროფესიული კურსი “აგრობიზნეს მენეჯმენტი”, რომელიც მორგებულია აგროსექტორში პროფესიული განათლების საჭიროებებზე და მოამზადებს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამის ახალ  აგრო სპეციალისტებს.

კურსის მიზანია, დანერგოს ინოვაციური, სამუშაო პრაქტიკაზე ორიენტირებული და ინდუსტრიის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო პროგრამა, რომელიც ფოკუსირებულია დარგში არსებული ხარვეზების და ბარიერების აღმოფხვრაზე.

სამიზნე აუდიტორია

პროფესიული კურსი შექმნილია ნებისმიერი განათლების მქონე პირებისათვის, რომელთაც სურვილი აქვთ შეისწავლონ მენეჯმენტის საფუძვლები, რომ მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო დაწესებულებების, საერთაშორისო, არასამთავრობო თუ კერძო ორგანიზაციების მართვაში,  ან აქვთ საკუთარი აგრობიზნესი, მუშაობენ სხვადასხვა აგრობიზნესში ან სურვილი აქვთ დაიწყონ საკუთარი ბიზნესი აგრო სფეროში, კერძოდ:

  • პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები;
  • საშუალო სკოლის კურსდამთავრებულები;
  • კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები;
  • ექსტენციის  ცენტრების წარმომადგენლები და მათი კლიენტები;
  • სერვისის და პროდუქტის  მიმწოდებლები;
  • პროდუქციის შემსყიდველები;
  • საკვებ მწარმოებლები;
  • საცალო და საბითუმო მოვაჭრეები;
  • ექსპორტიორები;
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლები;
  • ფერმერები და სხვა.

საგნები:

  • აგრობიზნესის არსი / 1 შეხვედრა - ლექტორი გიორგი თურქია
  • გარემოს შეფასება და ანალიზი / 2 შეხვედრა - ლექტორი გიორგი თურქია
  • ორგანიზაციის მართვის ძირითადი პრინციპები და მენეჯერის ფუნქციები / 1 შეხვედრა ლექტორი: გიორგი თურქია
  • ფინანსების მენეჯმენტის ელემენტები/ 3 შეხვედრა - ლექტორი: გიორგი თურქია
  • პროექტის ( ბიზნესის გეგმის) შემუშავება / 1 შეხვედრა - ლექტორი: გიორგი თურქია
  • მარკეტინგული კვლევა / 2 შეხვედრა - ლექტორი: ნიკოლოზ აბუაშვილი
  • თანამედროვე ტენდენციები აგრობიზნესში / 1 შეხვედრა ლექტორი: სერგო თურმანიძე
  • აგრო ბიზნესის საგადასახადო სამართლებრივი რეგულირება/3 შეხვედრა ლექტორი: ქეთევან სვანიძე
  • გარემო და მისი ზემოქმედების ფაქტორები აგრობიზნესში / 1 შეხვედრა - ლექტორი: ლევან ინაშვილი
  • კომუნიკაციის უნარები / 2 შეხვედრა
  • ფინალური პროექტი

ლექტორები:

  • გიორგი თურქია
  • ნიკოლოზ აბუაშვილი
  • ქეთევან სვანიძე
  • სერგო თურმანიძე
  • ლევან ინაშვილი
  • ადგილი: ქ.ქუთაისი, გოგობაშვილი ქ. #12
  • სწავლის ხანგრძლივობა:   10 კვირა, ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ, სამუშაო დღეებში საღამოობით 19:00-დან 22:00-მდე.
  • კურსის მოცულობა: 72 საათი.
  • სწავლების ენა: ქართული
  • სწავლა მიმდინარეობს ინტერაქტიულ რეჟიმში და მოიცავს თეორიისა და პრაქტიკის ნაზავს.

სასერტიფიკატო კურსით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ ავტობიოგრაფია (CV)  და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე (k.svanidze@gipa.ge) და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა: გამოცხადდება

სწავლა დაიწყება: გამოცხადდება  

საბუთების მიღების შემდეგ გაიმართება გასაუბრება მისაღებ კომისიასთან

შერჩევის კრიტერიუმები: მოტივაცია, კომუნიკაციის უნარი.

*სასურველია: ინგლისური Intermediate Level და საბაზისო კომპიუტერული უნარები.

კურსი სრულად დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ.

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ აგრობიზნესის მენეჯმენტის კურსის  დასრულების სერტიფიკატი.

სერტიფიკატის აღების წინაპირობა: კურსის მანძილზე, მსმენელებმა განვლილ საგნებში უნდა ჩააბარონ გამოცდები, ასევე განვლილი საგნების საფუძველზე, მონაწილეებმა უნდა მოამზადონ და წარადგინონ ფინალური პროექტი / ბიზნეს გეგმა.

ქეთევან სვანიძე

იმერეთის რეგიონული კოორდინატორის ასისტენტი

ელ-ფოსტა: k.svanidze@gipa.ge

მობ: (995 599) 33 52 98

მისამართი: ქ. ქუთაისი; გოგებაშვილის ქ. #12

დაგვიკავშირდით

  • იეთიმ გურჯის #9
  • 032 2 49 75 00
  • study@gipa.ge