საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება: სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სოციოლოგიის ბაკალავრი/Bachelor of Sociology
პროგრამის მოცულობა კრედიტებით: 240 კრედიტი
სწავლების ენა: ქართული
უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
საგანმანათლებლო პროგრამის ტიპი: აკადემიური
სოციოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს შესძინოს:
დასაქმების სფერო
საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ მიღებული ცოდნა გამოიყენონ როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორებში, სადაც მოითხოვება სოციოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. პროგრამა იძლევა ფართო და სიღრმისეულ თეორიულ ცოდნას, ისევე როგორც პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც კურსდამთავრებულებს აძლევს შესაძლებლობას დაიწყონ წარმატებული კარიერა სოციოლოგიის სფეროში.
სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამა თითოეული სასწავლო კურსის ფარგლებში ითვალისწინებს როგორც თეორიულ ცოდნის მიწოდებას, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას; ლექცია/სემინარებზე თეორიულ მასალასთან ერთად ხდება პრაქტიკული მაგალითებისა და “ქეისების” განხილვა, რომელთა ნაწილი ლექტორების, დარგის წამყვანი სპეციალისტების, საკუთარ გამოცდილებას ემყარება.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სტუდენტების აქტიურ ჩართულობას სწავლა/სწავლების პროცესში - პრეზენტაციების, დისკუსიის, დებატების, როლური თამაშების სახით, რაც, ამავე დროს, კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას უწყობს ხელს.
საგნობრივი ცოდნისა და აკადემიური წერის უნარის განმტკიცებას ემსახურება წერითი დავალებები, რომელიც კურსის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით მიეწოდება სტუდენტს: ქვიზი, ღია და დახურულ კითხვებზე პასუხი, ესსე, მიკრო- და საბოლოო სასწავლო პროექტები. პროგრამის კურიკულუმი, მთლიანად აკადემიური პროცესი და პრაქტიკა მომავალ სპეციალისტებს არჩეულ და/ან მომიჯნავე სფეროში ეფექტური მუშაობისთვის ამზადებს.
კურიკულუმი
I კურსი
I სემესტრი
სავალდებულო ზოგადი საგნები
აკადემიური წერა - 4 ECTS
ავტორები და პერსონაჟები - 6 ECTS
ისტორიული პიროვნებები - 6 ECTS
პრეკალკულუსი - 4 ECTS
ლოგიკური უნარ-ჩვევები - 5 ECTS
ინგლისური ენა 1 / ინგლისური ენა 2 - 5 ECTS
II სემესტრი
ფსიქოლოგიის საფუძვლები - 6 ECTS
შესავალი სოციოლოგიაში - 6 ECTS
შესავალი ფილოსოფიის ისტორიაში - 6 ECTS
ეკონომიკის შესავალი - 6 ECTS
სამოქალაქო განათლება - 4 ECTS
ინგლისური ენა 2 / ინგლისური ენა 3 - 5 ECTS
II კურსი
III სემესტრი
სპეციალობის სავალდებულო საგნები
ინგლისური ენა 3 / ინგლისური ენა 4 – 5 ECTS
კლასიკური სოციოლოგიური თეორიები - 6 ECTS
სოციალური ჯგუფები და ინტერაქცია - 5 ECTS
თვისებრივი კვლევის მეთოდები - 6 ECTS
სპეციალობის არჩევითი საგნები
სახელმწიფო მოწყობა, ადმინისტრირება - 6 ECTS
ფსიქოლოგიის ისტორია - 6 ECTS
IV სემსეტრი
სპეციალობის სავალდებულო საგნები
სოციალური კონფლიქტები და ოჯახური ურთიერთობები – 5 ECTS
გენდერის სოციოლოგია – 4 ECTS
თვისებრივი კვლევის პრაქტიკული კურსი – 6 ECTS
მოდერნული სოციოლოგიური თეორიები – 6 ECTS
ურბანული სოციოლოგია – 4 ECTS
სპეციალობის არჩევითი საგნები
ბიზნესის საფუძვლები – 6 ECTS
სოციალური ფსიქოლოგია 1 – 6 ECTS
III კურსი
V სემესტრი
სპეციალობის სავალდებულო საგნები
ეკონომიკის სოციოლოგია – 4 ECTS
პოლიტიკური კონფლიქტების ანალიზი და მართვა – 6 ECTS
თანამედროვე სოციოლოგიური თეორიები – 6 ECTS
რაოდენობრივი კვლევის მეთოდები – 5 ECTS
ჯანდაცვის სოციოლოგია – 4 ECTS
სპეციალობის არჩევითი საგნები
სოციალური ფსიქოლოგია 2 – 6 ECTS
საჯარო სექტორის ეკონომიკა – 6 ECTS
VI სემესტრი
სპეციალობის სავალდებულო საგნები
შრომის და ორგანიზაციის სოციოლოგია – 5 ECTS
სოციალური პოლიტიკა – 6 ECTS
რაოდენობრივ მონაცემთა ანალიზი SPSS-ის საშუალებით – 5 ECTS
სოციალური უთანასწორობის პერსპექტივა – 4 ECTS
რელიგიის სოციოლოგია – 4 ECTS
სპეციალობის არჩევითი საგნები
გეოპოლიტიკა და გლობალიზაცია – 6 ECTS
ორგანიზაციის და მართვის ფსიქოლოგია – 6 ECTS
IV კურსი
VII სემესტრი
სპეციალობის სავალდებულო საგნები
მიგრაცია და გლობალური პოლიტიკა – 6 ECTS
განათლების სოციოლოგია – 5 ECTS
რაოდენობრივი კვლევის პრაქტიკული კურსი – 5 ECTS
პოლიტიკური სოციოლოგია – 5 ECTS
სპეციალობის არჩევითი საგნები
პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სისტემები – 5 ECTS
დევიაციური და იურიდიული ფსიქოლოგია – 5 ECTS
VIII სემესტრი
სპეციალობის სავალდებულო საგნები
მონაცემთა ანალიზი და კვლევის ანგარიშის მომზადება - 5 ECTS
სასწავლო პროექტის დიზაინი - 6 ECTS
პრაქტიკა სოციოლოგიაში - 4 ECTS
დასკვნითი სასწავლო პროექტი სოციოლოგიაში - 10 ECTS
სპეციალობის არჩევითი საგნები
ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია - 6 ECTS
პოსტკოლონიური და დეკოლონიური მიდგომები - 6 ECTS
იხილეთ კურიკულუმი სრულად.
მიღების წინაპირობები
სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამა განკუთვნილია იმ პირთათვის, რომლებსაც მიღებული აქვთ სრული ზოგადი განათლება და წარმატებით ჩაბარებული აქვთ ერთიანი ეროვნული გამოცდები.
ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი სავალდებულო საგნები:
ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი არჩევითი საგნები (მე-4 საგნის ჩაბარება სავალდებულო არ არის)
მობილობა
ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, სოციოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება/ჩარიცხვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
სოციოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით.
სოციოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე.
პირველკურსელთა რეგისტრაცია
საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა სარეგისტრაციო ბმული: https://portal.gipa.ge/bachelor
საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა რეგისტრაცია იწრმოებს ელექტრონულად - 01 სექტემბრიდან (21:00) 12 სექტემბრის (18:00) ჩათვლით.
რეგისტრაციისათვის სტუდენტმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
ხელშეკრულების გაფორმება:
მას შემდეგ, რაც სტუდენტი გაივლის ონლაინ რეგისტრაციას, ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა გამოცხადდეს უნივერსიტეტში 06,07,08, 12 სექტემბერს, 11:00-17:00 შუალედში.
სოცილურ მეცნიერებათა სკოლა: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. #101
ხელშეკრულების გაფორმებისას სტუდენტმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა ან პასპორტი.
იმ პირველკურსელს, რომელიც ხელშეკრულების გაფორმების დღისთვის არ იქნება სრულწლოვანი (18 წლის) თან უნდა ახლდეს მშობელი, ან მინდობილი პირი რომელიც ხელს მოაწერს ხელშეკრულებას (ადგილზე უნდა წარმოადგინოს ნოტარიულად დამოწმებული შესაბამისი დოკუმენტაცია).
სწავლა დაიწყება 18 სექტემბერს.
პროგრამის ერთი წლის საფასური შეადგენს 3600 ლარს. ყოველწლიური თანხის გადახდა ხდება ოთხ ეტაპად, სასწავლო სემესტრების მიხედვით.
ის აბიტურიენტები, რომლებიც 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოიპოვებენ 100% -იან გრანტს და ჩაირიცხებიან GIPA-ს სოციოლოგის საბაკალავრო პროგრამაზე, სახელმწიფო გრანტის გარდა მოიპოვებენ საუნივერსიტეტო გრანტს 1350 ლარის ოდენობით და ისწავლიან სრულიად უფასოდ 4 წლის განმავლობაში.
*სტუდენტს შიდა დაფინანსება შეუნარჩუნდება იმ შემთხვევაში თუ მისი GPA იქნება 3.5 ან მეტი.
გარდა ამისა, პირველ სასწავლო წელს, ნებისმიერი მოცულობის სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში, სტუდენტი დამატებით მიიღებს GIPA-ს 1000 ლარიან ფასდაკლებას.
სწავლების მეორე წლიდან სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე მოქმედებს სტუდენტთა წახალისების სისტემა, რომელიც გულისხმობს საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების სწავლის დაფინანსებას, კერძოდ:
სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ფასი, პირველ წელს, სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში:
50% გრ. შემთხვევაში: 3600 - 1125 (50%) - 1000 (GIPA) = 1475 ლარი
70% გრ. შემთხვევაში: 3600 - 1575 (70%) - 1000 (GIPA) = 1025 ლარი
100% გრ. შემთხვევაში: 3600 - 2250 (100%) - 1350 (GIPA) = 0 ლარი
საბანკო რეკვიზიტები
საბანკო კოდი (მფო) – TBCB GE 22
მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL
გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ სტუდენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და სასწავლო პროგრამის დასახელება.
GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრიატი გთავაზობთ ორმაგ დიპლომს ტროის უნივერსიტეტთან ერთად. სტუდენტებს შეუძლიათ პირველი სამი წელი ისწავლონ ჯიპას ბაკალავრიატში, ერთი წელი კი ტროის უნივერსიტეტში, სადაც ისინი გადაიხდიან საფასურის მხოლოდ ნახევარს. ორმაგი დიპლომი გაიცემა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობებში. ეს არის უნიკალური შეთავაზება, რომელიც სტუდენტს საშუალებას აძლევს აიღოს ამერიკული დიპლომი დაახლოებით 18 000 დოლარად.
ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტი (აშშ) Northern Arizona University, NAU;
ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ფლეგსტაფში.
სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი (ესპანეთი) University of Santiago de Compostela
სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ სანტიაგო დე კომპოსტელაში.
ჰააგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ნიდერლანდები) The Hague University of Applied Sciences
ჰააგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ჰააგაში.
ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი (საფრანგეთი) Lille Catholic University
ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ლილში.
პასაუს უნივერსიტეტი
პასაუს უნივერსიტეტი არის სახელმწიფო კვლევითი უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს გერმანიაში, ქვემო ბავარიაში, ქ. პასაუში. იგი დაარსდა 1973 წელს, და ითვლება ყველაზე ახალგაზრდა უნივერსიტეტად ბავარიაში და აქვს ყველაზე თანამედროვე კამპუსი ბავარიის მხარეში.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წელს. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.
თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;
ფლორენციის უნივერსიტეტი:
ფლორენციის უნივერსიტეტის წარმოშობა თარიღდება 1321 წელს ფლორენციის
რესპუბლიკის მიერ დაარსებული Studium Generale-ით. ფლორენციის უნივერსიტეტი
არის იტალიის ერთ ერთი მნიშვნელოვანი და გავლენიანი ცენტრი კვლევისა და
უმაღლესი განათლების მიმართულებით. მასში დასაქმებულია 1,800 ლექტორი და
სამეცნიერო პერსონალით, 1,600 ტექნიკური . და ადმინისტრაციული პერსონალი და
1600-ზე მეტი მკვლევარი ასისტენტი და დოქტორანტი.
კულტურული და სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა
2022 წლის იანვარში. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს
შორის დაინერგა სტუდენტთა გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში,
ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში
სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.
რომის საპიენცის უნივერსიტეტი:
დაარსებული 1303 წელს, Sapienza არის უძველესი უნივერსიტეტი რომში და ერთ ერთი
უმსხვილესი ევროპაში. მისი მისიაა წვლილი შეიტანოს ცოდნაზე დაფუძნებული
საზოგადოების განვითარებაში კვლევის, საუკეთესო გამოცდილების, ხარისხიანი
განათლებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით.
სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2022 წლის მარტში.
ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა
სტუდენტთა გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად
შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული
სემესტრის გასავლელად.
თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;
ოსტრავას უნივერსიტეტი:
ოსტრავას უნივერსიტეტი არის საჯარო უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ქალაქ
ოსტრავაში, მორავია-სილეზიის რეგიონში, ჩეხეთის რესპუბლიკა. იგი დაარსდა 1991
წელს, წარმოადგენს უახლეს საჯარო უნივერსიტეტს ოსტრავაში. იგი შედგება ექვსი
ფაკულტეტისა და ორი ინსტიტუტისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ
საუნივერსიტეტო განათლებას.
ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ
შეთანხმებას ხელი მოეწერა 2023 წელს. ზემოთ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე,
ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის
ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ
უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.
თანამშრომლობის მიმართულება: პოლიტიკური მეცნიერება, ბიზნესი, ეკონომიკა; სამართალი;
ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტი:
ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი (VMU) არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ქ. კაუნასში, ლიტვა. უნივერსიტეტი დაარსდა 1922 წელს ომის პერიოდში, როგორც ალტერნატიული ეროვნული უნივერსიტეტი. თავდაპირველად მას ლიტვის უნივერსიტეტს უწოდებდნენ, მაგრამ 1930 წელს უნივერსიტეტს სახელად უწოდეს Vytautas Magnus University, რომელიც აღნიშნავს ლიტვის მმართველის ვიტაუტას დიდის გარდაცვალების 500 წლის იუბილეს. VMU ლიტვის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია და მასში სწავლობს დაახლოებით 8 800 სტუდენტი.
აკადემიური თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა 2017 წლის ივლისში.
თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;
დარმსტადის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი:
დარმშტადტის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი, იგივე h_da, არის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ქ. დარმშტადტში, გერმანია. h_da არის IT კლასტერის Rhine-Main-Neckar, "გერმანიის სილიკონის ველი" და ATHENE, IT წევრი, რომელიც უსაფრთხოების უდიდესი კვლევითი ინსტიტუტია ევროპაში.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წელს. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.
თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ: