პროგრამა ბავშვის აღზრდით დაინტერესებული ადამიანებისათვის
პროგრამა განკუთვნილია დაინტერესებული ადამიანებისათვის, რომელსაც სურთ გაიგონ ბავშვის აღზრდის ფსიქოლოგიური თავისებურებანი. პროგრამის ძირითადი მიზანია სამი მიმართულებით განავითაროს მსმენელების ცოდნა - ბავშვის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათი, როგორც პროდუქტიული მოზარდების, მომზადება რეალური ცხოვრებისათვის და კულტურული ღირებულებების გადაცემა.
კურსის გავლის შემდეგ, მსმენელებს ეცოდინებათ ბავშვის და მოზარდის (0-დან 18წ-მდე) აღზრდის და ჩამოყალიბების მეთოდები და მიდგომები.
პროგრამის შინაარსი:
სწავლის ხანგრძლივობა: 2 თვე, ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ, საღამოობით 19:00-დან 21:00-მდე
სწავლების ენა: ქართული, მასალების ძირითადი ნაწილი წარმოდგენილია ქართულ და ინგლისურ ენაზე.
სერტიფიკატი:
სწავლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ პროგრამის დამთავრების დამადასტურებელი
სერტიფიკატი.
მარიამ ალანია - ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. 2018 წლიდან საქართველოს საქმეთა ინსტიტუტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის აკადემიური პერსონალი. 2017 წლიდან კითხულობს შემდეგ საგნებს "ფსიქოლოგიის საფუძვლები" და განვითარების ფსიქოლოგია. მიჯაჭვულობაზე ორიენტირებული თერაპიის სერტიფიცირებული თერაპევტი.
რუსუდან სამხარაძე - ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. ბავშვთა და მოზარდთა პრაქტიკოს ფსიქოლოგად მუშაობის გამოცდილება 2001 წლიდან დღემდე. ააიპ "პირველი ნაბიჯი საქართველოს" ბავშვთა ადრეული ინტერვენციის პროგრამის მოქმედი ფსიქოლოგი.
პროგრამის ღირებულება: 800 ლარი
გადახდის გრაფიკი: თანხის ნაწილი, 550 ლარი, უნდა ჩაირიცხოს სწავლის დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში და 250 ლარი - მეორე თვის დასაწყისში.
პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:
კორპორატიული ფასდაკლება:
1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%
2. ოთხი თანამშრომელი – 15%
3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%
*კორპორატიული ფასდაკლება მოქმედებს, მხოლოდ ორგანიზაციის მიერ სწავლის დაფინანსების შემთხვევაში
*პროგრამით დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ერთი ფასდაკლებით
საბანკო რეკვიზიტები:
სს „ თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419/GEL
გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.
სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.
რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2024 წლის 8 მარტს. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.
სწავლა დაიწყება 18 მარტის კვირაში.
გიორგი შუბლაძე
კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: მარი ბროსეს 2, თბილისი, 0108
ელ-ფოსტა: g.shubladze@gipa.ge
მობ: +995 595 599 655