PhD Program in Political Sciences

eng_

GIPA- საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი აცხადებს მიღებას პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამაზე:

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ   საბუთები

  • პროფესიული ბიოგრაფია (CV);
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა; ჩამოტვირთეთ აქ
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დიპლომის ასლი პოლიტიკის მეცნიერებაში ან მომიჯნავე დარგებში, საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკა, თავდაცვა და უსაფრთხოება, საჯარო მმართველობა, სოციოლოგია, ანთროპოლოგია, ისტორია, საზოგადოებრივი გეოგრაფია და სხვა. უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ;  
  • მაგისტრის დიპლომის დანართი
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • ბიომეტრული ფოტოსურათი 3X4 - ზე
  • სადოქტორო კვლევის პროექტი (მინიმუმ 1000 სიტყვა); იხილეთ ფორმა
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი B2 დონის საერთაშორისო სერტიფიკატი. (TOEFL (P/B 513 score; I/BT 87score); IELTS (5.5 Band); FCE; BEC Vantage; PTE (General level 3); PTE Academic (59p); Michigan ECCE). ასეთის არ არსებობის, შემთხვევაში უნივერსიტეტი უზრუნველყოფს შიდა გამოცდის ჩატარებას ინგლისურ ენაში; ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან ის კანდიდატები, რომლებსაც დასრულებული აქვთ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამა საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ

 

შიდა მისაღები პროცედურები:

  • გამოცდა ინგლისურ ენაში;
  • გასაუბრება მიმღებ კომისიასთან (იხილეთ დარგობრივი საკითხების ჩამონათვალი აქ)

შერჩევის კრიტერიუმები

  • მოტივაცია;
  • გამოქვეყნებული ან დასაბეჭდად მიღებული სამეცნიერო ნაშრომების არსებობა;
  • დარგის ცოდნა;
  • წარმოდგენილი კვლევის პროექტი;
  • პროფესიული ბიოგრაფიის შეფასება/სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა აქტივობები

საბუთების მიღება მიმდინარეობს 2022 წლის 15 თებერვლის ჩათვლით, ჯიპა- საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, იეთიმ გურჯის .#7, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელექტრონული ვერსია ონლაინ მისამართზე: n.tchigvaria@gipa.ge 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროგრამის ადმინისტრაციულ ხელმძღვანელს _ ნათია ჭიღვარიას ტელ: 595659556 

 შენიშვნაიმ შემთხვევაში თუ თქვენ მაგისტრატურა დამთავრებული გაქვთ საქართველოს ფარგლებს გარეთ, შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტთან - დიპლომთან ერთად, უნდა წარმოადგინოთ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი - უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ.

    

eng_

პოლიტიკის მეცნიერების მისაღები გასაუბრების დარგობრივი საკითხების ჩამონათვალი:

  • საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი მიდგომები და ცნებები;
  • საქართველოს საგარეო პოლიტიკა;
  • საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მოვლენები და პრობლემატიკა;
  • საქართველოს კონსტიტუციური მოწყობა და ძირითადი ინსტიტუციები;
  • პოლიტიკური რეჟიმები;
  • სახელმწიფო და მასთან დაკავშირებული ძირითადი თემატიკა;
  • გლობალიზაციის საკითხები;
  • პოლიტიკური იდეოლოგიები;
  • საერთაშორისო სამართალი.

eng_

eng_

eng_

eng_

eng_