გამოცდილების მოკლე აღწერა
ირინა გორგილაძე - მმართველობის სკოლის დეკანი. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საჯარო მმართველობის მაგისტრი. მას გააჩნია 18+ მეტწლიანი სამუშაო გამოცდილება განათლების სფეროში აკადემიურ და ადმინისტრაციულ პოზიციებზე. ირინას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადსხვა საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაში, დანერგვაში და განხორციელებაში. 2005 წლიდან ხელმძღვანელობდა და კოორდინაციას უწევდა საჯარო მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამებს. ირინა აქტიურად იყო ჩართული უნივერსიტეტის აკადემიური და სასერტიფიკატო პროგრამების შექმნის პროცესში: სოციალური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა, ზოგადი მენეჯმენტის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებების მართვის, ტურიზმის მენეჯმენტის და სხვა სერტიფიცირებული პროგრამები. კოორდინაციას უწევდა USAID-ის, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ერთობლივ პროექტს „ბიზნეს კლიმატის რეფორმა საქართველოში“ არსებულ სასწავლო კომპონენტს. ასევე, ხელმძღვანელობდა მოკლევადიან სასერთიფიკატო პროგრამებს ადგილობრივ თვითმმართველობაში შინდისის პროფესიული განათლების ცენტრში( შიდა ქართლი), რომლის ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იყო ადგილობრივი თვითმმართველობისა და ღია საზოგადოების ინსტიტუტის საჯარო სამსახურის რეფორმის მიერ.
პროექტები:
„Influentials programme Georgia: Democracy and Rule of Law“ – Visitors’ programme in Netherlands (February, 2024) – პროგრამა ორგანიზებული იყო ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ (თებერვალი, 2024);
ერასმუს + გაცვლითი პროგრამები: ბერლინი, ნეაპოლი, ჰამბურგ, რიეკა, ბრატისლავა
პროექტის „სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი“ (2016-2017) დირექტორის მოადგილე. პროექტი განხორციელდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიერ, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით;