პროგრამა განკუთვნილია დაინტერესებული ადამიანებისათვის, რომელსაც სურთ გაიგონ ბავშვის აღზრდის ფსიქოლოგიური თავისებურებანი. პროგრამის ძირითადი მიზანია სამი მიმართულებით განავითაროს მსმენელების ცოდნა - ბავშვის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათი, როგორც პროდუქტიული მოზარდების, მომზადება რეალური ცხოვრებისათვის და კულტურული ღირებულებების გადაცემა.
კურსის გავლის შემდეგ, მსმენელებს ეცოდინებათ ბავშვის და მოზარდის (0-დან 18წ-მდე) აღზრდის და ჩამოყალიბების მეთოდები და მიდგომები.
სწავლის ხანგრძლივობა: 2 თვე, შეხვედრები ჩატარდება კვირაში სამჯერ
სწავლების ენა: ქართული, მასალების ძირითადი ნაწილი წარმოდგენილია ქართულ და ინგლისურ ენაზე
სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.
რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2020 წლის 15 ნოემბერი
პროგრამის ღირებულება: 800 ლარი
გადახდის გრაფიკი: თანხის ნაწილი, 550 ლარი, უნდა ჩაირიცხოს სწავლის დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში და 250 ლარი - მეორე თვის დასაწყისში.
პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:
კორპორატიული ფასდაკლება:
1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%
2. ოთხი თანამშრომელი – 15%
3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%
*კორპორატიული ფასდაკლება მოქმედებს, მხოლოდ ორგანიზაციის მიერ სწავლის დაფინანსების შემთხვევაში
*პროგრამით დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ერთი ფასდაკლებით
საბანკო რეკვიზიტები:
სს „ თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419/GEL
გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.
პროგრამის განმახორციებლები:
რუსუდან სამხარაძე - ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. ბავშვთა და მოზარდთა პრაქტიკოს ფსიქოლოგად მუშაობის გამოცდილება 2001 წლიდან დღემდე. სსიპ „საგანმანათლებლო დაწესებულება მანდატურის სამსახურის“ ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის მოქმედი ფსიქოლოგი, ააიპ „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ ბავშვთა ადრეული ინტერვენციის პროგრამის მოქმედი ფსიქოლოგი.
მარიამ ალანია - ფსიქოლოგისი მეცნიერებათა დოქტორი. 2018 წლიდან საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის აკადემიური პერსონალი. 2015-დღემდე სსიპ. საგანმანათლებლო სამსახურის მანდატურის სამსახური, ფსიქოლოგიური მომსახურეობის ცენტრი. ფსიქოლოგი. 2015-2017. მანდატურების ტრენინგ პროგრამის „ბავშვთა მიმართ ძალადობა, ამოცნობა, რეაგირება და პრევენციის მექანიზმები“ ტრენერთა ტრენერი და სამუშაო ჯგუფის წევრი.
მაია ნანიტაშვილი - ფსიქოლოგიის მაგიტრის ხარისხი. სოციალური კვლევების ორგანიზატორი საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოში. 2002-2003. დ. უზნაძის სახელობის ინსტიტუტის ფსიქოლოგი 2003-2004. აკრედიტაციის განყოფლება, სპეციალისტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. 2004-2005. დამკვირვებელი გამოცდების ეროვნულ ცენტრში, 2006-2008, ამავდროულად ფსიქოლოგი ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სკოლაში. მოხალისეობრივი სამსახური, ფსიქოლოგი, დამხმარე კონსულტანტი
„ Dorosli-Dzieciom“, რობერტ შუმანის ორგანიზაციაში, ვარშავა, 2009-2013. გადაცემა „ფსიქოლოგიის საათის“ ავტორი რადიო ჯიპაში. ფსიქოლოგი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური ცენტრში 2018 წლამდე. ფსიქოლოგი ზაზა ფაჩულიას აკადემიაში, ასევე დავით ყიფიანის სახელობის თბილისის ლოკომოტივის აკადემიაში, 2018 წლიდან დღემდე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ანა ჩუთლაშვილი
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
მისამართი: გორგასლის 101
ელ-ფოსტა: a.chutlashvili@gipa.ge
მობილური: 598 93 55 56