Dean of Caucasus School of Journalism and Media Management

Nino Ivanishvili

Dean of Caucasus School of Journalism and Media Management

Email: n.ivanishvili@gipa.ge

გამოცდილების მოკლე აღწერა

 

20 წელზე მეტი  მუშაობდა ტელევიზიის უფროს პროდიუსერად როიტერის კავკასიისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების (დსთ)  ბიუროებში. მისი სატელევიზიო რეპორტაჟები მოიცავდა სხვადასხვა თემას მათ შორის პოლიტიკას, ბიზნესსა და ეკონომიკას, ყველა  პოსტ-საბჭოთა ქვაყაში და მათ გარეთ.

დსთ-ს რეგიონში მუშაობის გარდა, ნინო აშუქებდა საერთაშორისო კონფლიქტებსა და ომებს, მათ შორის მაკედონიაში, კოსოვოში, ავღანეთსა და ერაყში.  ნინოს გამორჩეულმა უნარებმა ვიდეო მონტაჟის, სცენარის წერისა და ტელეჟურნალისტების მომზადებაში ხელი შეუწყო მის წარმატებას ამ ინდუსტრიაში.

ნინო 2009 წელს Reuters-ის წლის ჟურნალისტად აღიარეს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის გაშუქებისთვის.

ნინო ივანიშვილი არის მედიის მაღალკვალიფიციური პროფესიონალი, მდიდარი და შთამბეჭდავი გამოცდილებათ. მისმა წვლილმა ჟურნალისტიკისა და მედიის მენეჯმენტის სფეროში  ფართო აღიარება და პატივისცემა დაიმსახურა ჟურნალისტიკის სფეროსა და მის მიღმა.

 

სასწავლო კურსები:

  • ჟურნალისტიკის საერთაშორისო სტანდარტები
  • კომუნიკაცია მედიასთან
  • მედია - კრიზისული სიტუაციის გაშუქება და დეზინფორმაციის გამოვლენა

 

 

პროექტები:

  • ონლაინ კურსის/კურსების შექმნა დამწყები და ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის, ინგლისურ და რუსულ ენებზე - შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით
  • ეთნიკური უმცირესობის ახალგაზრედებისთვის მედია საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა/ განხორციელება და ამ ახალგაზრდების საქართველოს საზოგადოებაში ინტეგრირება
  • დამწყები და ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის მედია საგანმანათლებლო პროგრამის კურსების შექმნა/ განხორციელება და მათი ადაპტირება სამხრეთ კავკასის ქვეყნებში