GIPA, ფრიდრიხ ებერტის ფონდთან თანამშრომლობით, გიწვევთ სალექციო კურსების სერიაზე სახელწოდებით "სახელმწიფო, (სამოქალაქო) საზოგადოება და ეკონომიკა". ლექციებს წაიკითხავს GIPA-ს ასისტენტ-პროფესორი ნინო ხელაია.
მოდული: "სახელმწიფო, (სამოქალაქო) საზოგადოება და ეკონომიკა"
მოდულის აღწერა: რა არის თანამედროვე სახელმწიფო და როგორ შეგვიძლია მისი გაგება თანამედროვე კაპიტალისტური სისტემის შიგნით? როგორ იცვლება სახელმწიფოს ისტორიული როლი და ფუნქცია ეკონომიკასა და საზოგადოებასთან მიმართებით და როგორ შეიძლება გავიაზროთ სახელმწიფოს სწრაფად ცვალებადი როლი თანამედროვე კრიზისების კონტექსტში? რამდენად შეგვიძლია სახელმწიფო წარმოვიდგინოთ განვითარების პროცესის წარმართვის უმთავრეს ინსტიტუტად და რა როლი აქვს საზოგადოებას (ან სამოქალაქო საზოგადოებას) იმ წესრიგის შექმნასა და შენარჩუნებაში, რა წესრიგშიც სახელმწიფო არსებობს?
ამ და სხვა პოლიტიკურად და თეორიულად მნიშვნელოვან შეკითხვებზე შესაძლო პასუხების ძიების მიზნით, შემოთავაზებული კურსი მიზნად ისახავს გაგვაცნოს ის არსებული ნორმატიული და ემპირიული ანალიზი, რომელიც დაინტერესებულია სახელმწიფოს, ეკონომიკისა და საზოგადოების ურთიერთობების გაგებით თანამედროვე კაპიტალისტურ სისტემაში XVIII საუკუნიდან დღემდე. კურსი ეყრდნობა იმ პოლიტ. ეკონომიურ დაშვებას, რომ ბაზრებიც, სახელმწიფოცა და საზოგადოებაც კონკრეტულi სოციო-ეკონომიკური სტრუქტურის შიგნით ფუნქციონირებენ, და რომ მათი განცალკევებული ანალიზი, რაც როგორც წესი, თან ახლავს ხოლმე სოციალური მეცნიერებების ცალკეული დისციპლინების ერთმანეთთან დაშორებას, მხოლოდ და მხოლოდ ხელს უშლის ამ ცნებების კომპლექსურ და სიღრმისეულ გაგებას.
კურსი ღიაა იმისათვის, რომ შემოთავაზებული პოლიტ. ეკონომიური თეორიული ჩარჩოები განხილულ იქნას პოსტსოციალისტური საქართველოს/რეგიონის მდგომარეობისა და ტრანსფორმაციის ანალიზისათვის და იმ თავისებურებებისა და განსხვავებების იდენტიფიკაციისათვის, რასაც ეს თეორიები შესაძლოა ვერ ხსნიდნენ.
კურსის ლექტორი:
ნინო ხელაია - GIPA-ს ასისტენტ-პროფესორი
სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.
რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2022 წლის 18 სექტემბერი.
მარიამ ხაბულიანი
სალექციო კურსის "სახელმწიფო, (სამოქალაქო) საზოგადოება და ეკონომიკა" კოორდინატორი
+995 568 847 919
mariam.khabuliani.dmc21@gipa.ge
ნინო ხელაია
მოდულის ავტორი
ninokhelaia@gmail.com