Law psychology

(ნორმატიული და დევიაციური ქცევის საფუძვლები)

ვახტანგ ნადარეიშვილის საავტორო სასერტიფიკატო პროგრამა

ფსიქოლოგიისა და სამართალმცოდნეობის საფუძვლების (კონცეფციები, მეთოდოლოგია, ძირითადი ცნებების განმარტებები, სპეციალური ლექსიკა) დაუფლება იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელი ნორმატიული და დევიაციური ქცევის ფსიქოლოგიური და სამართლებრივი ასპექტების კომპლექსური გააზრებისთვის.

ცოდნის მიღება პრაქტიკულ-გამოყენებითი მიმართულებების სფეროში (მაგ. სამართლის ფსიქოლოგია, კრიმინოლოგიური ფსიქოლოგია, პენიტენციარული და სხვ.).

სოციალურ-სამართლებრივი მეცნიერებების გამოყენების უნარის ფორმირება სოციალური სისტემის ფორმალური და არაფორმალური (სოციალური კაპიტალი) ნორმატიული რეგულაციის, სოციალური კონტროლის, სოციალიზაციისა და რესოციალიზაციის, სამართლებრივი კულტურის (მართლშგნება და სამართლებრივი აქტივობა) ამაღლების, დევიაციის/დანაშაულის სუბიექტისა და სუბიექტური მხარის, სამართლის ქმედითობის და სოციალური სანქციების (სასჯელის) ეფექტურობის, კანონის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების, სოციალურ-პოლიტიკური სისტემის უსაფრთხოების, სტაბილობისა და პროგრესის ხელშეწყობის კვლევის სფეროში სფეროში.

კურსი განკუთვნილია შემდეგი პირებისათვის:

სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების, სტაბილობისა და მდგრადი განვითარების სფეროში დასაქმებულები
სამართალმცოდნეები და სამართალდამცავი სისტემის მუშაკები
ფსიქოლოგიისა და სოციალურ მეცნიერებათა სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები
ფსიქოლოგიისა და სამართალმცოდნეობის თეორიული და გამოყენებითი თემატიკით დაინტერესებული მკვლევარები და პრაქტიკოსები
კურსის თემატიკა:

ფსიქოლოგიის საფუძვლები. ძირითადი კატეგორიები. ქცევის თეორიები;
სამართალმცოდნეობის საფუძვლები. ნორმის რაობა, ფუნქციები, სახეები, სტრუქტურა;
სამართლის ფსიქოლოგია;
კრიმინოლოგიური ფსიქოლოგია;
სასამართლო ფსიქოლოგია;
პენიტენციარული/კორექციული/რეაბილიტაციური ფსიქოლოგია;
სოციალური ღირებულებებისა და ნორმების გაშინაგნება სოციალიზაციის პროცესში. ფიქსირებული ფსიქიკური წარმონაქმნები: განწყობა, ათითუდი, მოლოდინი. პიროვნების ნიშნები;
ქცევის არაცნობიერი და ცნობიერი რეგულაცია. ნებელობითი ქცევის მიმართება პასუხისმგებლობასთან, განზრახვასთან და გაუფრთხილებლობასთან;
დევიაციური და დანაშაულებრივი ქმედების სუბიექტური შემადგენლობა. მოტივი, ემოცია, მიზანი. ბრალის კატეგორია;
დევიაციისა და დანაშულის გამომწვევი და შემაკავებელი მიზეზების ამხსნელი თეორიები;
დანაშაულის პრევენცია სოციალურ სისტემაში. სოციალური კონტროლი. ნორმის ქმედითობის და სანქციების ეფექტურობის ფსიქოლოგიური საფუძვლები;
არასრულწლოვანთა და ახალგაზრდათა დანაშაულობის პრობლემატიკა;
დემოკრატიის, კანონიერებისა და სამართლებრივი კულტურის (მართლშეგნება/მართლცნობიერება და სამართლებრივი აქტივობა) სოციალ–ფსიქოლოგიური ასპექტები.

სწავლის ხანგრძლივობა: 6 კვირა

კურსის მოცულობა: 30 საათი

პროგრამის ღირებულება: 600 ლარი

სასწავლო მეთოდოლოგია:

სწავლების პროცესი არის ინტერაქტიური და მოითხოვს მონაწილეების მაქსიმალურ ჩართულობას. მონაწილეების შეფასება მოხდება საბოლოო გამოკითხვის საფუძველზე.

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ დამადასტურებელი სერტიფიკატი.

მოთხოვნები:

პირადობის მოწმობის ასლი
შევსებული სააპლიკაციო ფორმა
ავტობიოგრაფია (CV)

საბუთების მიღება წარმოებს 2016 წლის 8 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით.

სწავლა დაიწყება 2016 წლის 4 აპრილს

საბანკო კოდი (მფო) – 220101850N

მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშსწორების ანგარიში – GE84TB1100000110700419 / GEL

მარინა კვიცარიძე

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი,

სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

მისამართი: გორგასლის 101

ტელეფონი: 249 75 45

ელ-ფოსტა: m.kvitsaridze@gipa.ge

მობილური: 595 959096

ვახტანგ ნადარეიშვილი

ფსიქოლოგი, სამართალმცოდნე

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის და ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

Contact Us