Fundamental aspects of interior design

eng_

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი გთავაზობთ ნესტან ვარდიაშვილის ინოვაციურ, საავტორო პროგრამას ინტერიერის დიზაინის მიმართულებით. ავტორის უნიკალური გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, მასტერკლასის მსმენელები გაეცნობიან მისი პროფესიული საქმიანობის პროცესს და წარმატებული, საერთაშორისო თუ ადგილობრივი პროექტების შექმნის ტექნიკურ და შემოქმედებით დეტალებს.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც დარგის პროფესიონალებს, ისე არქიტექტურითა და დიზაინით გატაცებულ პირებს. 

სწავლება მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში. მონაწილეებს საშუალება ექნებათ ინტერაქციულ რეჟიმში წარმართონ სასწავლო პროგრამა.

პროგრამის შინაარსი

1. სივრცის დაგეგმვა: როგორ გავაანალიზოთ და მოვაწყოთ სივრცეები ეფექტურად
2. ფერების თეორია: ფერების ფსიქოლოგიური ეფექტების შესწავლა და მათი გამოყენება დიზაინში
3. ავეჯის შერჩევა: გაეცანით სხვადასხვა ტიპის ავეჯს და როგორ ავირჩიოთ სწორი ავეჯი სივრცეში სწორი განთავსებისათვის
4. განათების დიზაინი: განათების მნიშვნელობის გაგება და როგორ შევქმნათ ატმოსფერო განათების მოწყობილობების მეშვეობით
5. მასალები და დასრულება: ინტერიერის დიზაინში გამოყენებული სხვადასხვა მასალისა და მათი მახასიათებლების შესწავლა
6. დიზაინის სტილები: ინტერიერის დიზაინის სხვადასხვა სტილის შესწავლა, როგორიცაა თანამედროვე, თანამედროვე, ტრადიციული და ა.შ.
7. ჩანახატი და რენდერი: საბაზისო ხატვისა და რენდერის უნარების განვითარება დიზაინის იდეების ვიზუალურად გადმოსაცემად
8. პრეზენტაციის უნარები: ისწავლეთ, როგორ შექმნათ პროფესიული პრეზენტაციები დიზაინის კონცეფციების ეფექტური კომუნიკაციისთვის.

სწავლის ხანგრძლივობა: 8 შეხვედრა.  ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და პარასკევს. შეხვედრის ხანგრძლივობა 90 წუთი.
სწავლების ენა: ქართული

სწავლა დაიწყება 2023 წლის 30 აპრილს.
სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ონლაინ სერტიფიკატი.

eng_

ნესტან ვარდიაშვილი არის ქართველ-ამერიკელი ინტერიერის არქიტექტორი, რომელიც წლებია ქმნის თვითმყოფად ინტერიერის დიზაინს შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. მისი ნამუშევრები გამოირჩევა უცვეთი სტილით, სითამამით, საავტორო ავეჯით და შესრულების მაღალი სტანდარტით.

ნესტან ვარდიაშვილი, მთავარ დიზაინერად მუშაობდა ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე როგორიცაა: სასტუმრო St.Regis, ნიუ-იორკი; სასტუმრო Hotel de Crillon, პარიზში; Dorchester Condominiums, London; Chopard Boutique ნიუ-იორკი და მრავალი სხვა high-end საცხოვრებელი და კომერციული პროექტებზე.

ნესტანის, როგორც წარმატებული ინტერიერის დიზაინერის რეპუტაციას და აღიარებას განაპირობებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი: ნამუშევრების მხატვრული ღირებულება, კრიტიკოსთა აღიარება და ნამუშევრების კომერციული წარმატება.

ნესტანი არის პარსონსის დიზაინის სკოლის კურსდამთავრებული და USIDA-ს საერთაშორისო ინტერიერის დიზაინის კონკურსის ოქროს პრიზის მფლობელი. ამჟამად, ცხოვრობს მადრიდში და მუშაობს პროექტებზე
ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოში.

eng_

ღირებულება

პროგრამის ღირებულება: 600 ლარი
გადახდის გრაფიკი: თანხის გადახდა ხდება ორ ეტაპად
I ეტაპი – 400 ლარი (სწავლის დაწყებამდე 2 დღით ადრე)
II ეტაპი – 200 ლარი (სწავლის დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში)

ფასდაკლების სისტემა

პროგრამა მოიცავს ინდივიდუალურ და კორპორაციულ ფასდაკლებებს. 

ინდივიდუალური ფასდაკლება:

1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%

2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%

კორპორატიული ფასდაკლება:

იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია ფარავს თანამშრომლების განვითარების ხარჯებს, მოქმედებს შემდეგი ფასდაკლებები:

1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%

2. ოთხი თანამშრომელი – 15%

3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

*მონაწილეს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლების მხოლოდ ერთი ვერსიით.

გადახდა:

გადახდა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ანგარიშზე. პირადი ნომერი და პროგრამის დასახელება უნდა მიეთითოს საგადახდო დავალებაში.

საბანკო რეკვიზიტები:

  • სს „ თიბისი ბანკი“
  • საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
  • მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

eng_

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.

რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2023 წლის  25 აპრილი. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

სწავლა დაიწყება 2023 წლის 30 აპრილს.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • მოტივაცია
  • კომუნიკაციის უნარი
  • სამუშაო გამოცდილება

*სასურველია: ინგლისური Intermediate Level და სამუშაო გამოცდილება

eng_

გიორგი შუბლაძე

კოორდინატორი


ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი

მის: მარი ბროსეს 2, თბილისი, 0108

ელ-ფოსტა: g.shubladze@gipa.ge 
მობ: +995 595 599 655

eng_

eng_