Environmental Protection Policy

კურსის მიზანი არის გაზარდოს მონაწილეთა ცნობიერება და გააუმჯობესოს მათი ზოგადი ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები გარემოსდაცვით პოლიტიკაში, მართვაში, ეკონომიკაში, კანონმდებლობაში და ამასთანავე გააცნოს კურსის მონაწილეებს ისეთი საკითხები, რაც ეხება ბუნებრივი რესურსების მართვას, მდგრადი განვითარების პრინციპების ურთიერთდამოკიდებულებას, ენერგო რესურსების ეფექტიან გამოყენებას აქტუალური და სწარაფად მზარდი ურბანიზაციის პირობებში და ა.შ.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ პრაქტიკაში გამოიყენონ გარემოსა და ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებული ის ძირითადი კონცეფციები, რაც მჭიდროდ ესაზღვრება თუ უკავშირდება ისეთი თეორიების პრაქტიკაში გამოყენებას, როგორიცაა მაგალითად: ეკონომიკა, პოლიტიკა, მართვა თუ ზოგადად, გარემოსდაცვითი ეთიკა და შესაბამისი ცხოვრების წესი.

შეძენილი უნარჩვევებისა და ცოდნის საფუძველზე, მონაწილეები შეძლებენ წარმატებით დაიწყონ კარიერა გარემოსდაცვით სფეროში მომუშავე ორგანზიაციაში, ან ნებისმიერ სტრუქტურაში, სადაც სამუშაო თემატიკა, თუ კონკრეტული პროცესები გარემოსა და ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს.

კურსის მსვლელობისას რამდენიმე ლექცია დაეთმობა მოწვეულ წამყვან გარემოსდაცვით ექსპერტსა თუ ლიდერს, რომლებიც მოღვაწეობენ როგორც სახელმწიფო, ასევე არასამთავრობო სექტორში.

კურსი განკუთვნილია:

- სამთავრობო, არასამთავრობო თუ კერძო სექტორში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, ან იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ გაიღრმავონ საკუთარი ცოდნა და უნარები ამ მიმართულებით;

- ახალგაზრდა ლიდრებისთვის, ვისაც აქვს სურვილი მომავალში გარემოსდაცვით სამთავრობო თუ არასამთავრობო სფეროში გააგრძელოს მოღვაწეობა;

- მათთვის ვისთვისაც მნიშვნელოვანია ზოგადი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, თუ არსებული ცოდნის გაღრმავება მოცემულ სფეროებში;

- იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც აქვთ სურვილი, საკუთარი კარიერა დაუკავშირონ გარემოს და ბუნებრივი რესურსების მართვისა თუ პოლიტიკის განსაზღვრის სფეროს.

1. გარემოსდაცვითი მმართველობის და პოლიტიკის ზოგადი პრინციპები

1.1 სოციალური შეცნობა მდგრადი განვითარებისკენ ორიენტირებული გარემოსდაცვითი მმართველობისას:

- სოციალური შეცნობა: ახალი მიდგომა გარემოსდაცვითი მმართველობისას;
- ტრადიციები და გათვითცნობიერება: საუბარი, დიალოგი და გამოცდილების გაზიარება;
- კომპლექსური და ადაპტაციური სისტემები.

1.2 სწავლა და პარტნიორობა თემებთან და თემებისგან:

- თემების თვითგამორკვევა: ჯამში ვის ინტერესებს ითვალისწინებენ?
- სამოქალაქო საზოგადოებაში არსებული პარტნიორობა: სოცილური კაპიტალის დაკავშირება და გაერთიანება;
- ადამიანების, ადგილმდებარეობის და სწავლის გაერთიანება;
- ერთობლივი სწავლა: მაშტაბებისა და ინტერესების დაკავშირება და გაერთიანება;

1.3 სწავლა და პარტნიორობა სახელმწიფოსთან:

- საზოგადოებისა და მთავრობის ერთმანეთთან დაკავშირება: კუნძულები და სანაპიროები.

2. გარემოსდაცვითი და ბუნებრივი რესურსების ეკონომიკის ზოგადი პრინციპები

2.1 ეკონომიკა ერთობლივი გარემოსდაცვითი მმართველობისთვის, საერთო საკითხებზე ხელახალი მოლაპარაკების პრინციპები:

- კოლაბორაციონალისტური ხედვა: იმედები და იმედგაცრუება;
- კოლაბორაციონალისტური ხედვის დამყარება;

2.2 ბუნებრივი რესურსების ეკონომიკის ზოგადი პრინციპები:

- მნიშვნელოვანი საკითხები ბუნებრივი რესურსების ეკონომიკაში;
- ბუნებრივი რესურსები და ეკონომიკა;

2.3 ეტაპობრივი შენება:

- გადახდის სურვილი/მოთხოვნა (Willingness to Pay/Demand);
- ხარჯები/მიწოდება (Costs/Supply);
- ეფექტურობა და მდგრადობა (Efficiency and Sustainability);

2.4 ბუნებრივი რესურსებისთვის დამახასიათებელი ძირითადი საკითხები:

- ბაზრები და ეფექტურობა (Markets and Efficiency);
- ბუნებრივი რესურსების საჯარო პოლიტიკა (Public Policy for Natural Resources).

3. ადგილობრივი და საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართლის ძირითადი პრინციპები

- ადგილობრივი და საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართლის ძირითადი პრინციპების მიმოხილვა;
- ეროვნული გარემოსდაცვითი კანონმდებლობის განვითარების ზოგადი პრინციპები.

4. გარემოსდაცვითი პოლიტიკა და მდგრადი განვითარება

4.1 გარემოსდაცვითი პოლიტიკა:

- გარემოსდაცვითი პოლიტიკის განვითარების წინაპირობები;
- ენვაირონმენტალიზმის ჩამოყალიბების საწყისი ეტაპები;
- მდგრადი განვითარების კონცეფცია;
- გარემოსდაცვითი ფილოსოფიის მიმართულებები;
- მდგრადი განვითარება.

4.2 პოლიტიკის ინტეგრაცია:

- სექტორთაშორისი ინტეგრაცია;
- შიდასექტორული ინტეგრაცია;
- ადმინისტრაციული მექანიზმები;
- გარემოზე ზემოქმედების შეფასება;
- რისკის შეფასება;
- ხარჯ-სარგებლის ანალიზი.

4.3 სტრატეგიული დაგეგმვა:

- ეროვნული გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმები;
- სექტორული სტრატეგიული გეგმები.

4.5 დემოკრატია და მონაწილეობა:

- მონაწილეობის სახეები;
- მონაწილეობის დონეები;
- მონაწილეობის მექანიზმები;
- მონაწილეობის ბარიერები.

4.6 გარემოსდაცვითი პოლიტიკის ინსტრუმენტები:

- სახელმწიფო რეგულირება;
- ნებაყოფლობითი ქმედება;
- სახელმწიფო დანახარჯები;
- ბაზარზე დაფუძნებული ინსტრუმენტები.

5. გარემოს დაცვის პოლიტიკა და დაცული ტერიტორიები

- ზოგადი ინფორმაცია დაცულ ტერიტორებზე;
- დაცული ტერიტორიების მართვის საერთაშორისო პრაქტიკა;
- საქართველოს გამოცდილება და ცალკეული მაგალითები.

6. ინტეგრირებული მიდგომა და გარემოსდაცვითი პოლიტიკა

-ინტეგრირებული მიდგომა გარემოსდაცითი პოლიტიკის შემუშავების პროცესში:
გარემოსდაცვითი და სხვა სექტორების პოლიტიკა, მიმდინარე გამოწვევები და არსებული შესაძლებლობები.

7. ენერგო რესურსების და გარემოს დაცვის პოლიტიკა:

7.1 ენერგია/ბუნებრივი რესურსები (Energy)

- რა არის ენერგია/ბუნებრივი რესურსები? (What is energy?)
- ენერგიიის განსახღვრა/დეფინიცია (Definition of Energy)
- წიაღისეული საწვავის პარადიგმა (The fossil fuel paradigm)
- წიაღისეული საწვავის პარადიგმის გარეთ (Moving outside the fossil fuel paradigm)

7.2 გარემოსდაცვთი მართვა და ენერგეტტიკული პოლიტიკა (Environmental management and energy policy)

- გარემოსდაცვით მმართველობასა და ენერგეტიკული პოლიტიკის შორის ურთიერთობა, გეოგრაფია, საჯარო პოლიტიკა და ეკონომიკური ზრდა (The relationship between geography, public policy and economic growth)

7.3 ენერგოეფექტურობა და კონსერვაცია (Energy efficiency and conservation)

- ენერგოეფექტურობა, როგორც მდგარდობის უზრუნველყოფის საუკეთესო ფორმა (Energy efficiency as the best form of sustainability)
- ურბანიზაცია და ადგილობრივი პოლიტიკის განხორციელება (Urbanization and local policy implementation)
- მომხმარებლის ქცევის შეცვლა (Changing consumption behavior)

8. წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის ძირითადი კონცეფცია

სწავლის ხანგრძლივობა: 2 თვე
კურსის მოცულობა: 60 საათი

პროგრამის ღირებულება: 600 ლარი (გარემოსდაცვით სფეროში დასაქმებული საჯარო მოხელეებისათვის პროგრამის ღირებულება შეადგენს 300 ლარს.)

სასწავლო მეთოდოლოგია:

სწავლება ინტერაქტიულია და ითვალისწინებს მონაწილეების აქტიურ ჩართულობას.

  • დასწრება - 10%
  • დავალება 1) - 25%
  • დავალება 2) - 25%
  • გადაშლილი წიგნის პრინციპის ტესტები (Open Book Quiz)  - 30%
  • მოწვეული ლექტორების სესიების დროს და კლასში მონაწილეობა მთელი კურსის მსვლელობისას - 10 %

სწავლის წარმატებულად დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების პოლიტიკისა და ეკონომიკის ცოდნის აღიარების სერტიფიკატი.

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწობის ასლი და ავტობიოგრაფია (CV) საკონტაქტო მეილზე (t.kapanadze@gipa.ge) და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

პროგრამაზე ჩასაბარებლად აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ Intermediate დონეზე.

საბუთების მიღება წარმოებს 2016 წლის 10 იანვრამდე. სწავლა დაიწყება 2016 წლის 18 იანვარს.

საბუთების მიღების შემდეგ ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

შერჩევის კრიტერიუმები:

1. მოტივაცია
2. კომუნიკაციის უნარი
3. სამუშაო გამოცდილება

საბანკო რეკვიზიტები:

სს „ თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:

GIPA - ს კურსდამთავრებულთათვის - 10%
ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში - 10%
მრავალშვილიანი ოჯახის წევრი - 10%

Contact Us

  • იეთიმ გურჯის ქუჩა 7, თბილისი, 0105
  • (995 32) 2 49 75 00
  • t.kapanadze@gipa.ge