Made In GIPA at MOMA

11 March, 2017

GIPA-ს ღია კარის დღე - MADE IN GIPA და COLDPLAY-ს ბილეთები აბიტურიენტებისთვის. 11 მარტს, MOMA-ში GIPA-ს განსხვავებული ღია კარის დღე - “MADE IN GIPA” გაიმართა. ღონისძიებაზე უნივერსიტეტში არსებული პროგრამების გარდა, წარმოდგენილი იყო წლების განმავლობაში GIPA-ს მიერ შექმნილი სხვადასხვა ინტელექტუალური თუ მატერიალური პროდუქტი. გამოფენის ვიზუალურ ნაწილზე აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა იზრუნეს; სტუდენტების ჩართულობა მნიშვნელოვნად განაპირობებს GIPA-ს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების წარმატებას, სწორედ ამიტომ მადლიერების გამოხატვისა და წახალისების მიზნით, სხვადასხვა პროგრამის სტუდენტები დაჯილდოვდნენ სპეციალური სერტიფიკატებით GIPA-ს აქტივობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ღონისძიების კულმინაცია კი, აბიტურიენტებისთვის შეპირებული წამახალისებელი გათამაშება იყო. ჩვენ გავეცანით ACT-ის მიერ 2016 წელს ჩატარებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც თავისუფალ დროს ახალგაზრდების 79% მუსიკის მოსმენას ანიჭებს უპირატესობას (იხ. ბმული http://act-global.com/ka/news/leisure/). სწორედ ამიტომ, მათი წახალისების მიზნით, ჩვენ გავათამაშეთ დღესდღეობით ახალგაზრდებში ყველაზე მოთხოვნადი პოპ-ჯგუფის “COLDPLAY”-ს კონცერტის ბილეთები. იღბლიანი აბიტურიენტები ლიზა ბაქრაძე და ანა ქიღლაძე არიან, ისინი ზაფხულში გერმანიაში გაემგზავრებიან. ანა სოციალური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამაზე აბარებს, ლიზა კი - ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე. ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ მათ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და სექტემბერში ველოდებით მათ უკვე GIPA-ს სტუდენტების სტატუსით .