პროექტი ხორციელდება ევროკავშირის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამეზობლო ინსტრუმენტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია შავი ზღვის აუზის პროგრამის 2021-2027 წლების ფინანსური მხარდაჭერით (ENI CBC შავი ზღვის აუზის პროგრამა) და ითვალისწინებს კლიმატის ცვლილების ზემოქმედების თავიდან აცილებისა და შერბილების ღონისძიებების განხორციელებას. პროექტის პარტნიორები არიან ეკოლუშენ საქართველო, მდგრადი ტრანსპორტისა და ქალაქების ასოციაცია (WRI Turkiye) და სატყეო კვლევითი ინსტიტუტი - საბერძნეთის სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაცია - ‘Dimitra’.
პროექტის საქმიანობა მოიცავს შავი ზღვის აუზის სამ ქვეყანას შორის (საქართველო, საბერძნეთი და თურქეთი) საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას, სტრატეგიული მიდგომების დანერგვას, კლიმატით გამოწვეული კატასტროფების მიმართ მოწყვლადი თემების დაცვას, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციასა და კატასტროფების რისკის პრევენციულ ღოისძიებების იდენთიფიკაციას.
პროექტის განხორციელების შედეგად მიიღწევა შემდეგი:
- შემუშავდება ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების (NBS) ტრენინგ კურსი სამიზნე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისთვის;
- შემუშავდება ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების (NBS) სამოქმედო გეგმა კონკრეტულ საპილოტე მუნიციპალიტეტებისთვის;
- შემუშავდება ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების გზამკვლევი მუნიციპალიტეტებისთვის.
პროექტის პერიოდი: 2024-2026